Digest Logo

კახა კალაძე: თუ დოიაშვილს პოლიტიკაში მოსვლა უნდა, შეუძლია, მიიღოს ეს გადაწყვეტილება, პროტესტი არ ნიშნავს, რომ არ იმუშაო და არ გააკეთო შენი საქმე

1744887710
კახა კალაძე

„შეიძლება, ადამიანს განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს, ეს ჩემთვის იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მტრები ვართ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, სადაც ის გამოეხმაურა „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების საკითხს.

კახა კალაძის თქმით, პოლიტიკურად განსხვავებული პოზიცია და პროტესტიც მისთვის მისაღებია, თუმცა, სადაც ხარ, იქ უნდა იმუშაო და კონკრეტულ მიმართულებას მიხედო.

„განსხვავებული აზრი უამრავ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ჩემს უწყებაშიც არიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ. შეუძლებელია, რომ ყველას ერთნაირი აზრი გააჩნდეს. რაც შეეხება დოიაშვილის მოხსნას, ამის საფუძველი არ ვიცი რა იყო. თუმცა, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვუყურებ, ვიტყვი, რომ თუ დოიაშვილს პოლიტიკაში მოსვლა უნდა, შეუძლია, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. თუ ხარ იქ, სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და იმ კონკრეტულ მიმართულებას მიხედო. პროტესტი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იმუშაო, არ გააკეთო შენი გასაკეთებელი.

წლების განმავლობაში, დავით დოიაშვილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს სათავეში ედგა. შეიძლება, ადამიანს განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს, ეს ჩემთვის იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მტრები ვართ, თქვენ ნუ უყურებთ იმ რადიკალურ დაჯგუფებებს, დღეს ქუჩაში რომ არიან წარმოდგენილნი აგენტურის სახით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ეგება მართლა იმიტომ გვწყალობდა გამჩენი, რომ გვჯეროდა, წესებს მივყვებოდით და დიდ ხუთშაბათს ვთესავდით და ვრგავდით...“- რას წერს ზურაბ შევარდნაძე

🎥 „კეთილი და უბრალო რომ არის, ეს უფრო ალამაზებს“ - შორენა ბეგაშვილი ავსტრიიდან ახალ კადრებს აქვეყნებს

🎥 „ყველისსოკო ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური სოკოა“ - რატომ ჰქვია მას ყველისსოკო, ეს უნდა იცოდეთ!