Digest Logo

„ხაზარაძე ანაკლიის პროექტზე საუბრისას ამაყად აცხადებდა, რომ ერთ-ერთი, ვინც იქნებოდა ჩართული ანაკლიის პროექტში, იქნებოდა ჩინური კომპანია, როცა სახელმწიფო იტოვებს აქციების 51%-ს, არ შეიძლება სამარცხვინო სპეკულაციებით გახვიდე ფონს“ - ირაკლი კობახიძე

1721854570
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

„როდესაც ხაზარაძე საუბრობდა ანაკლიის პროექტზე, ამაყად აცხადებდა, რომ ერთ-ერთი, ვინც იქნებოდა ჩართული ანაკლიის პროექტის განხორციელებაში, იქნებოდა სწორედ ჩინური კომპანია; ჩვენს შემთხვევაში, საქართველო იტოვებს აქციების 51%-ს, არ შეიძლება, ასეთი სამარცხვინო სპეკულაციებით გახვიდე ფონს, როდესაც გქვია პოლიტიკოსი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ თემაზე სპეკულაციები სამარცხვინოა.

„სამარცხვინოა ეს სპეკულაციები, როდესაც ხედავ, რომ სახელმწიფომ ყველაფერზე იზრუნა, დაიტოვა წილის 51% იმისთვის, რომ სტრატეგიული მდგომარეობა ჰქონოდა ამ პროექტთან მიმართებით და აქაც ცდილობ სპეკულირებას, საზოგადოება ხომ ამ ყველაფერს ხედავს. ამიტომ აქვთ ამ პოლიტიკურ ძალებს ასეთი დაბალი რეიტინგი. ამიტომ აქვს იგივე „ლელოს“ 4%-ზე ნაკლები რეიტინგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მექნება ახალი იმიჯი, სხვა სტილის ჩაცმულობა... შვიდი წელია მინდოდა გამეკეთებინა პლასტიკური ოპერაცია“ - ნუცა ბუზალაძე

⭕გიორგი მახარაძემ იმიჯი შეიცვალა - ფოტოები

⭕🎥 „მამამთლი რომ ფეხზე იყო, პატარძალს რა უნდოდა ლოგინში?! რუსის ქალი რომ მამიყვანე, დაგავიწყდა? ეს იყო მოღალატე კაცი“ - 65 წლიანი სიყვარულის ისტორია