„ევროვიზიის“ მონაწილე, მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ამავე კონკურსის ფინალისტიც იყო, სტუმრად გადაცემა „დღის პოსტში“ იმყოფებოდა, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ასევე მომღერალმა ისაუბრა გაცნობითი ხასიათის საღამოზე, რომელიც გულშემატკივრებთან გამართა.
„ძალიან კარგი საღამო გამოვიდა, მსგავსი ტიპის ღონისძიებებს უახლოეს მომავალშიც ვგეგმავ. აქედან რომ გავალ „ბერი ანდრიას ფონდში“ უნდა მივიდე ბავშვების გასახარად და მოსანახულებლად. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, როდესაც წარმატება მოდის, როგორ უმკლავდები ამას და ასევე მნიშვნელოვანია ის, როგორ უმკლავდები დაცემას, როცა მარცხს განიცდი. ორივეში იცდება ადამიანი, თუ შენ გგონია, რომ ძალიან წარმატებული ხარ და სხვაზე მეტი ხარ ძალიან ცდები. ძალიან პასუხისმგებლობიანი ადამიანი ვარ, როდესაც ვინმეს რაიმეს ვპირდები აუცილებლად ვაკეთებ.
პირველ რიგში, რა პროფესიასაც ირჩევ ეს პროფესია უნდა გიყვარდეს ძალიან. სხვისი შეჯიბრება ძალიან ცუდი რამ არის, რადგან მთელი შენი ენერგია ამ ადამიანისკენ მიდის. კი ველაპარაკები დედაჩემსაც, მეგობრებს, ახლობლებს თუმცა ძალიან მეხმარება ლოცვა და შინაგანი რწმენა. ასევე მეხმარება, როცა უსმენ წარმატებულ ადამიანებს, რადგან ბევრს რთული ცხოვრება აქვს გავლილი.
ზუსტად შვიდი წელია მინდოდა გამეკეთებინა ეს პლასტიკური ოპერაცია. ჯერ მზად არ ვარ ამისთვის, რომ ვთქვა რისი ოპერაცია გავიკეთე. კი ვჩანდი სცენაზე თავდაჯერებული, თუმცა ენერგიაზე ვერ ვიყავი შინაგანად. როგორც კი ევროვიზია დამთავრდა გავიქეცი სტამბოლში. 4 საათიანი ოპერაცია იყო. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიყავი ამ ნაბიჯით. ეს ექიმი ისე შემიყვარდა, მამასავით მყავს. მექნება ახალი იმიჯი, სხვა სტილის ჩაცმულობა“, - აღნიშნა ნუცა ბუზალაძემ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვაიმე არავინ უახლოვდება, რომ ჩაერიოს“ - ქალზე ძალადობა ქუჩაში - ექსპერიმენტი
🎥 „დღეიდან ხავი დელაოსაშვილი დამიძახეთ!“ - „ლევანტეს“ ადმინმა ხინკალი დააგემოვნა