
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მის პარტიას ჯერჯერობით პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ შეუცვლია.
„არაფერი არ შეცვლილა, ჩვენ აქამდე როგორც ვფიქრობდით, ისევ ისე ვფიქრობთ. პოლიტმატიმართა ნაწილის გამოშვება კარგია და ხელს უწყობს პოლიტიკურ პროცესს, მაგრამ ეს არ გამცდარა ჩვენი პარლამენტში შესვლის საფუძველს“, – თქვა ხვიჩიამ.
60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან უმრავლესობამ მანდატებზე უარი თქვა. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტი კენჭს 2 თებერვალს უყრის.
მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის ოთხ წევრს, რომლებიც პარლამენტში ევროპელი სოციალისტების სახელით შევიდნენ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ილიკო სუხიშვილის ტრაგიკული სიყვარული, 2 შვილი და ბევრი რომანი
3 ქორწინება, სკანდალები და მსახიობთა 3 თაობა - ნინო ქორიძის პირადი
43-წლიანი თანაცხოვრება და ღალატი 63 წლის ასაკში - მარინა ბერიძის ოჯახური ამბები
წყარო: tabula.ge