Digest Logo

„კვირაზე მეტია ვიმყოფები საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით და ამ პერიოდში მკურნალი ექიმების რეკომენდაციით მივიღე ეს გადაწყვეტილება“ - ირაკლი შოთაძე ოპოზიციის რეაქციაზე

1716461467
პროკურატურის ორგანოებში 27 წარმატებული სტაჟიორი პროკურორად და პროკურატურის გამომძიებლად დაინიშნა1

ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც მის გადაწყვეტილებას წასვლასთან დაკავშირებით მოჰყვა.

„ქრონიკას“-თან სატელეფონო საუბრის დროს მან აღნიშნა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სპეკულაციების საგანი გახადა.

მისი თქმით, პროკურატურა ძლიერი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდია და დარწმუნებულია, რომ წარმატებით გააგრძელებენ მომავალში საქმიანობას.

„უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება სპეკულაციების საგანი გახდეს, თუმცა, არ მიკვირს ეს. მე ჩემს განცხადებაში საკმაოდ დეტალურად ავხსენი თუ რა იყო ჩემი გადადგომის მიზეზი. უკვე კვირაზე მეტია ვიმყოფები საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით და ამ პერიოდში მკურნალი ექიმების რეკომენდაციით მივიღე ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან მკურნალობის პროცესი შესაძლოა რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

შესაბამისად, დამეთანხმებით, ასეთ რეალობაში შეუძლებელია გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება მკურნალობის პერიოდში. რა თქმა უნდა, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მიმეღო არსებული გარემოებების გათვალისწინებით.

საქართველოს პროკურატურა ძლიერი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდია. მე მათ მადლობა მინდა გადავუხადო საქმიანობისთვის, გვერდში დგომისთვის, გამოხატული თანადგომისთვის და დარწმუნებული ვარ, ისინი ისეთივე წარმატებით გააგრძელებენ მომავალში საქმიანობას“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი შოთაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გენერალური პროკურორის თანამდებობა დატოვა. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 გამოფენა კორპუსის ლიფტში და სადარბაზოში - გაიცანით, ცოტნე ალბუთაშვილი

⭕საფრანგეთში ქართველ ემიგრანტს ეძებენ

⭕როგორი ამინდი იქნება საქართველოში 26 მაისამდე?