Digest Logo

ლევან მაჭავარიანი: ანრი ოხანაშვილი, რა თქმა უნდა, არის უმაღლესი დონის პროფესიონალი, დარწმუნებული ვართ, წარმატებით გაუძღვება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს

1743590610
ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელებას გამოეხმაურა. 

„ბატონი ანრი ოხანაშვილი, რა თქმა უნდა, არის უმაღლესი დონის პროფესიონალი და ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, იგი ისეთივე წარმატებით გაუძღვება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს, როგორც ამას უძღვებოდა გრიგოლ ლილუაშვილი.

ბატონი ანრი ოხანაშვილის პოზიციას დაიკავებს ბატონი პაატა სალია, მას დიდი წარდგენა არ სჭირდება, ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი იურისტი, ადვოკატი საქართველოში. არის ჩვენი კოლეგა დეპუტატი, რომელიც, ასევე, ძალიან წარმატებული იუსტიციის მინისტრი იქნება“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.

ცნობისთვის, საკადრო ცვლილებების თანახმად, ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელსაც გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარედგინება, იუსტიციის მინისტრის თანამდებობას კი პაატა სალია დაიკავებს. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მეორედ გადახდილი ქორწილი 15 წლის თავზე - შორენასა და დავითის სიყვარულის ისტორია

⭕„არ შეიძლება მკვდარი იყოს ის, ვინც გაცოცხლებს...“ - გია მურღულია საინტერესო პოსტს აქვეყნებს

🎥 ჯანმრთელობის რა პრობლემებს გვიქმნის სტრესი და როგორ გავუმკლავდეთ მას? - ზაზა თელიას რჩევები