Digest Logo

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, როგორი კრიმინალი არის მიხეილ სააკაშვილი

1749402769
ლევან მაჭავარიანი

„ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, როგორი კრიმინალი არის მიხეილ სააკაშვილი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, გავიდა ერთ წელზე მეტი და საზოგადოება დარწმუნდა, რომ ID-სთან და USAID-თან დაკავშირებით რა განცხადებებსაც მმართველი გუნდი აკეთებდა ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა.

„რას ამბობდნენ ისინი, თუ ჩვენ ამ კანონს მივიღებდით - ავკრძალავდით ოპოზიციურ ტელეარხებს, ენჯეოსექტორს და თურმე, როგორ შეიძლებოდა ეჭვქვეშ დაგვეყენებინა დასავლელი დონორების მიერ გადმორიცხული ფული. გავიდა ერთ წელზე მეტი და საზოგადოებამ ნახა, ეს აბსოლუტურად ტყუილი იყო და იმაშიც დარწმუნდა, რომ ID-სთან და USAID-თან დაკავშირებით რა განცხადებებსაც ვაკეთებდით ყველაფერი სიმართლე იყო იმიტორმ, რომ აშშ-ის ადმინიტრაციამ ფატებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამხილა ეს ორგანიზაციები, როგორც კრიმინალური ორგანიზაციები“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ  ევროპარლამენტის რეზოლუციებზეც ისაუბრა.

„ესეც, რა თქმა უნდა, გაღიზიანებას იწვევს ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, როგორი კრიმინალი არის მიხეილ სააკაშვილი. როდესაც ყოველ რეზოლუციაში გვიწერენ - სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ, არ ვიცი ამით ჰარაკისს იტარებენ რეპუტაციული კუთხით მაქვს საუბარი ის ევრობიუროკრატები, რომლებიც ამ კურსს არ უხვევენ. ვინაიდან, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, ისინი არ იცნობენ ქართველ ხალხს და მათ წარმოდგენა არ აქვთ ჩვენი მოქალაქეების ხასიათთან დაკავშირებით“, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მქონდა უეცარი შიშის შეგრძნება, რომ ვკარგავდი კონტროლს...“ - რას ჰყვება ნინა სუსლოვა პანიკურ შეტევებზე

🎥 მარიამ ელიეშვილი მერაბ დვალიშვილის ბრძოლას მეუღლესთან ერთად დაესწრო - „მადლობა ამ ემოციებისთვის“

🎥 „ამით მცირდება ალცჰაიმერის რისკი, რომელიც ყოველ მოხუცს ემუქრება“ - მეხსიერების გაუმჯობესების 5 საუკეთესო გზა! - კოტე თოდუას რჩევები