გადაცემაში „იმუნიტეტი“ ასტროლოგი ნინა სუსლოვა იმყოფებოდა სტუმრად, სადაც პანიკური შეტევების შესაცებ ისაუბრა.
„ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მოვყევი ცუდ ავარიაში, რის შემდეგაც წელიწად-ნახევარი ვერ დავდიოდი, იყო შიში და შფოთვები იმისა თუ რა იქნებოდა შემდეგში.
გამოსწორდა ყველაფერი და დავუბრუნდი ყველაფერს, თუმცა მაშინ როცა მეგონა ყველაფერი კარგად იყო, ვიყავი კინოში და მქონდა უეცარი შიშის შეგრძნება და განცდა იმის, რომ ვკარგავდი კონტროლს, შეგრძნება მქონდა იმის რომ ვერ ვსუნთქავდი, მინდოდა გაქცევა იქიდან.
თავიდან დავმალე ეს ყველაფერი, თუმცა შემდეგ მივმართე ფსიქოლოგს, რომელიც დამეხმარა პრობლემების გააზრებაში და გარკვეული ნაბიჯების გადადგმაში. მოვახერხეთ ის, რომ ეს პრობლემა დამეტოვებინა წარსულში“, - ამბობს ნინა სუსლოვა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მარიამ ელიეშვილი მერაბ დვალიშვილის ბრძოლას მეუღლესთან ერთად დაესწრო - „მადლობა ამ ემოციებისთვის“
⭕ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა UFC 316-ზე