
„მოგეხსენებათ, ბატონი დავით ჯუღელი არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი. ეს უკვე, რა თქმა უნდა, ბევრ კითხვაზე პასუხს სცემს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა დავით ჯუღელზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ჯუღელის პოლიტიკური განცხადებები თეთრიწყაროს მოსამართლის თემას აგონებს.
„ასევე, ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ გავიხსენოთ, როდესაც ბატონმა სააკაშვილმა დაავალა ქალბატონ სოფო ჯაფარიძეს რეგიონული ტურნე, ბატონი ჯუღელიც მონაწილეობდა ამ ტურნეში და ასევე, ქალბატონი სოფო ჯაფარიძის ძალიან ახლო მეგობარია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ახლა აქ კითხვის ნიშანი არც არსებობს.
ეს თემა ჩვენ ძალიან გვაგონებს იმ თეთრიწყაროს მოსამართლის თემას, რომელმაც აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ მისი მეუღლე გახლდათ „ნაცმოძრაობის“ ძალიან აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი. ის თავის მეუღლეს შემდეგ პოსტებსაც უძღვნიდა, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მე შენ მარწყვის ტორტს დაგახვედრებ სახლშიო“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: