Digest Logo

ლევან მაჭავარიანი: გახარიამ ახალი რეკორდი დაამყარა, 10-ჯერ უფრო ხშირად გამოიყენა სიტყვა - არ მახსოვსო, აკეთებდა განცხადებებს, რომლებიც ერთი მეორეს ეწინააღმდეგებოდა

1744706662
ლევან მაჭავარიანი

„გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე გამოიყურებოდა ძალიან დაბნეული, აკეთებდა განცხადებებს, რომლებიც ერთი მეორეს ეწინააღმდეგებოდა“, - ამის  შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გახარიამ ახალი რეკორდი დაამყარა, 10-ჯერ უფრო ხშირად გამოიყენა სიტყვა - არ მახსოვსო.

„ალბათ, ნახევარი საქართველო უყურებდა გიორგი გახარიას და მან ახალი რეკორდი დაამყარა. პირველი რეკორდი, ერთი და იმავე ფრაზის გამეორებაში, ეკუთვნოდა ქალბატონი ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანს, რომელმაც გამჭვირვალობის კანონის განხილვის დროს, როდესაც მუხლობრივი განხილვა მიმდინარეობდა იურიდიულ კომიტეტში, დაახლოებით - 20-30 ჯერ გამოიყენა სიტყვა - იმიტომ, რადგან მას პასუხი არ გააჩნდა. 14 აპრილს, ბატონმა გახარიამ, ალბათ, 10-ჯერ უფრო ხშირად გამოიყენა სიტყვა, რომ არ მახსოვსო. იგი გამოიყურებოდა ძალიან დაბნეული, აკეთებდა განცხადებებს, რომლებიც ერთი მეორეს ეწინააღმდეგებოდა“, - აცხადებს მაჭავარიანი.  

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ჯონდი ბაღათურია - საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა შემოსავლებით დაიწყო სააკაშვილმა პრეზიდენტობა და როგორ მოხერხდა მილიარდების დაგროვება სახელმწიფო ქონების, სახელმწიფო ბანდიტიზმის ხარჯზე

⭕„სამომხმარებლო ბაზარი ინტენსიურად მოწმდება, გამოვლინდა 10 სამართალდარღვევა“ - სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

⭕„წერენ, როგორ უხდებით ერთმანეთს“ - ხალხი ჩვენს რომანს ითხოვს...“ - რა ხდება მანუ მურღულიასა და გიორგი კალატოზს შორის?