Digest Logo

„სამომხმარებლო ბაზარი ინტენსიურად მოწმდება, გამოვლინდა 10 სამართალდარღვევა“ - სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

1744699886
ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააღდგომო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამომხმარებლო ბაზარი ინტენსიურად მოწმდება.

„სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის სარეალიზაციო, სასაწყობე და მწარმოებელ ბიზნესოპრეტორებს, საცხობებს და საკონდიტროებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებენ. შემოწმებისას ყურადღება ექცევა წარმოების პროცესში სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების, სურსათის შენახვის პირობების, ვადების და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დაცვის საკითხებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს კვერცხი და მაღალი რისკის სურსათი (ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი) სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები", - აღნიშნულია საააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ცნობითვე, მიმდინარე წელს, ინსპექტირება და დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა კვერცხის 41 მწარმოებელთან; ერთი ბიზნესოპერატორი რეგისტრაციის არ ქონის გამო დაჯარიმდა.

ამავდროულად, საკონდიტროებში განხორციელდა 175 შემოწმება.

გამოვლინდა 10 სამართალდარღვევა, რაზეც სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„წერენ, როგორ უხდებით ერთმანეთს“ - ხალხი ჩვენს რომანს ითხოვს...“ - რა ხდება მანუ მურღულიასა და გიორგი კალატოზს შორის?

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

🎥 „ვისაც მეორე ნახევარი არ გყავთ, შესაძლოა დღეს გაიცნოთ“ - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან