Digest Logo

ლევან მაჭავარიანი ISFED-ზე: არ გამოუქვეყნებიათ საბოლოო ანგარიში, ვინაიდან ერთი ერთში დაემთხვა ეს დათვლა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, „დიფ სთეითისგან“ ჰქონდათ ეს დავალება მიღებული

1741849728
ლევან მაჭავარიანი

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ს „დიფ სთეითისგან“ ჰქონდა დავალებული, რომ საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგები არ გამოექვეყნებინათ.

მაჭავარიანი ამგვარად ეხმაურება ორგანიზაციის მიერ პროკურატურისთვის ხმების პარალელური დათვლის შედეგების დოკუმენტაციის არასრულად გადაცემას.

„არ გამოუქვეყნებიათ საბოლოო ანგარიში, ვინაიდან ერთი ერთში დაემთხვა ეს დათვლა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს. „დიფ სთეითისგან“ ჰქონდათ ეს დავალება მიღებული, ვინაიდან ამის გამოქვეყნებით ოპოზიციის ის ნარატივი არ იმუშავებდა, რამაც ისედაც ვერ იმუშავა, რომ თურმე, 400 ათასი ხმა გაყალბდა და რუსული და ირანული სპეცსამსახურები ჩაერივნენ საქართველოს არჩევნებში. ახლა პროკურატურასთან აქვთ საქმე და უფრო ფრთხილობენ, რა თქმა უნდა”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გააკეთეთ ეს და არასოდეს გექნებათ რკინის დეფიციტი“ - არუნ ხათრის რჩევები

🎥 ვინ არ უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ზოდიაქოს რომელი ნიშნები უნდა იყვნენ ფრთხილად? - 13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ლოგიკურია, არჩევნებში მონაწილეობა რომ არ სურთ, რადგან იციან, კიდევ უფრო დიდი ანგარიშით განადგურდებიან