Digest Logo

ლევან მაჭავარიანი: „ლგბტ“ პროპაგანდასა და ევროპას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება, თუ ვინმე ტოლობის ნიშანს სვამს, ძალიან აცდენილი ყოფილა რეალობას

1728652799
ლევან მაჭავარიანი

„ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ არ სცემენ ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს, ასევე, არ სცემენ პატივს გაეროს წესდებას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, „ლგბტ“ პროპაგანდასა და ევროპას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება.

ამასთან დეპუტატი აცხადებს, რომ „ლგბტ“ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

„ამ რეზოლუციაში [გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუცია], რა თქმა უნდა, ახალი არაფერი გვიხილავს, იმ კანონპროექტების გამო, რის გამოც ჩვენ გვაკრიტიკებენ და ამბობენ, თურმე დემოკრატიის უკუსვლა არის საქართველოში ეს არის 2 კანონი. ერთი არის - „გამჭვირვალობის ქართული კანონი“, სადაც ჩვენ დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი, ვერც ქვეყნის გარედან და ვერც ქვეყნის შიგნიდან, რატომ არის ეს კანო ცუდი. მინდა შეგახსენოთ ჩვენი პრემიერ მინისტრის არა ერთგზის მოწოდება ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩების მიმართ, რომ იმის გამო, რომ ხალხში არის ჭარბი ინტერესი ამ კანონთან დაკავშირებით, დავსხდეთ და გავმართოთ საჯარო დისკუსია, სადაც წარმოადგინეთ თქვენი არგუმენტები, თუ რა ნაწილში ან რომელ მუხლში არ შეესაბამება ეს კანონი ევროპულ ღირებულებებსო და ასეთი ტიპის შეხვედრა დღემდე ვერ მოხერხდა. რა თქმა უნდა, ეს მიუთითებს რომ ასეთი არგუმენტები არ არსებობს.

რაც შეეხება ანტი „ლგბტ“ პროპაგანდა კანონს, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაკვირდებით როგორ ვითარდება მოვლენები, მაგალითად, დასავლეთის წამყვან განვითარებად ქვეყნებში. მასობრივად მიმდინარეობს მაგალითად, სკოლებში აგიტაცია, რომ თითქოს ისინი სქესით არ არიან დაბადებული და რომ გაიზრდებიან მერე უნდა აირჩიონ რომელ სქესს მიეკუთვნებიან და ა.შ. ასეთი ტიპის პროპაგანდაა მოხვეული. ძირითადად ბავშვებზეა ეს ყველაფერი კონცენტრირებული. ჩვენ ამას არ დავუშვებთ.

თუ ვინმე ტოლობის ნიშანს სვამს ევროპასა და „ლგბტ“ პროპაგანდას შორის, ის ძალიან აცდენილი ყოფილა რეალობას, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი რანგის პოლიტიკოსია. ევროპულ ღირებულებებს ჩვენ განვიხილავთ ღირებულებებს, რომლებიც ეფუძნება თავიდან ბოლომდე ქრისტიანულ ღირებულებებს. სწორედ ამიტომ მივიჩნევთ ჩვენ თავს ამ სივრცის ნაწილად“, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„აბა თქვენ იცით ბიჭებო! ვალენსია თქვენთანაა!“ - ხავი ეროვნულ ნაკრებს ქართულად მიმართავს და უკრაინასთან თამაშის წინ ამხნევებს

🎥 „ბევრმა ადამიანმა შემიყვარა...“ - რა სიახლეები აქვს პატარა მომღერალს, მათე მარტიაშვილს?

🎥 „ეცადეთ იყოთ მაქსიმალურად აქტიურები...“ - 11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან