Digest Logo

🎥 „კარი რომ გავაღე და ირა დავინახე, მეთქი ეს არის ის ქალი, რომელმაც უნდა აღზარდოს ჩემი შვილი...“ - ნანუკა გულუა შვილების ძიძაზე

1743018878
ნანუკა გულუა

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც ძიძებზე ისაუბრა და საკუთარი გამოცდილება მოჰყვა:

„ჩემი სააგენტო არის გადამოწმებას რომ არ საჭიროებს ისეთი. ეს არის ჩემი ქალაქი ზუგდიდი და ზუგდიდელები. ისე გამიმართლა, როგორც კი პოსტს ვდებ - მიშველეთ მინდა ძიძა, სასწრაფოდ იქიდან ხდება კანდიდატის მოწოდება.

ნინა რომ გავაჩინე ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ჩემ მეგობრებსაც ცუდი გამოცდილება ჰქონდათ ძიძასთან დაკავშირებით. დავწერე პოსტი - გთხოვთ მაპოვნინეთ ძიძა, რომელსაც უპირობოდ ეყვარება ჩემი შვილი. ეს არის ერთადერთი შერჩევის კრიტერიუმი, რაც შეიძლება თბილი და ტკბილი იყო. დანარჩენი, რომელი წიგნებით ვათამაშოთ, ვაჭამოთ და სუპი როგორ ვაჭამოთ, ამას ერთად მოვაგვარებთ. მთავარია იყოს თბილი, ტკბილი და მზრუნველი.

ჩავატარე გასაუბრება და ზემოთ ხსენებული ჩემი ქალაქიდან მოლოცვების წერილებს ვიღებ. ისეთი ვიღაცა დაინტერესდა შენი შვილით, ბედი გქონიაო. მეთქი ასეთი ვინ არის. კანდიდატი იყო ვინმე ირა მებონია. მეგრელ ძიძაზე უარს არ ვამბობდი, მაგრამ არც ასეთი სეპარატისტი ვარ. გავესაუბრე რამდენიმე ადამიანს, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ აღვფრთოვანდი. დავიბარე უკვე ირა, კახასთან დაკავშირებით არ მაქვს ასეთი სასიყვარულო ისტორია - კარი რომ გავაღე და ირა დავინახე გავბრუვდი ხალხო, მეთქი ეს არის ის ქალი, რომელმაც უნდა აღზარდოს ჩემი შვილი. შემიყვარდა და მინდოდა ყოველ დღე მენახა ჩემთან სახლში. შემოიტანა სახლში სიმშვიდე და ჰარმონია. ღმერთმა შემაძლებინოს ყველაფერი გადავუხადო სითბოთი და სიყვარულით“, - ჰყვება ნანუკა გულუა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვერ იმუშავებს, თქვენ აიყვანდით 150 კილოიან ძიძას...ავდგები და უნდა მოვიქნიო ყველაფერი...“ - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სტუმრები „პრაიმშოუში“

🎥 ფეხების შეშუპების მთავარი მიზეზები და მკურნალობა - კოტე თოდუას რჩევები

⭕„კონტრაქტი მაგიდაზე უდევს...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს Geo Team-ი გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ?