Digest Logo

🎥 ფეხების შეშუპების მთავარი მიზეზები და მკურნალობა - კოტე თოდუას რჩევები

1743000267
კოტე თოდუა

უთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.

მედიკოსს 58 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.

ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ფეხების შეშუპებაზე და ამასთან დაკავშირებულ მიზეზებზე ისაუბრა:

„ყველაზე ხშირი სიმპტომია, რაც არსებობს. განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ დაახლოებით 30%-ს აქვს ფეხების შეშუპება. მიზეზი შესაძლოა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ან ნაკლებად მნიშვნელოვანი. აღსანიშნავია, რომ შესაძლოა ეს იყოს გამოწვეული თირკმლის ან გულის უკმარისობისგან. ხშირ შემთხვევაში ადამიანებს დიდი ხნით ჯდომით ან დგომით ემართებათ. როცა ადამიანი დგას გრავიტაციის ძალით სითხე მოდის ქვემოთ, როცა იგი ასაკშია არ აქვს ეფექტური ვენები. როცა იგი ასაკშია ამას ვერ აკეთებს ორგანიზმი. განსაკუთრებით ზაფხულის განმავლობაში მეტად უჩივიან ადამიანები, რომ ფეხები უშუპდებათ. ძირითადად საშიში ეს არ არის. თუმცა თუ ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში ემართება შესაძლოა ვენური უკმარისობა განუვითარდეს ადამიანს.

შეშუპება ხდება არა მარტო ფეხებში არამედ მუცელში, რომელსაც ასციტს ეძახიან. ადამიანს ამ დროს შესაძლოა სიყვითლე ჰქონდეს, სისხლდენის საშიშროება, ქავილი და ა.შ. ღვიძლის პრობლემების ნიშანია ეს ძირითადად რასაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. შეშუპება ვითარდება ამ დროს ორგანიზმში მათ შორის ფეხებშიც“, - აღნიშნა კოტე თოდუამ.

ვრცლად ნახეთ ვიდეო:

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„კონტრაქტი მაგიდაზე უდევს...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს Geo Team-ი გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ?

🎥 „ანასტასია პირადულზეც მიყვება, ვცდილობ ზედმეტად არ ჩავერიო მის ცხოვრებაში“ - როგორი მამაა ზურა ხაჩიძე?

🎥 „წმინდა ნიკოლოზს შევავედრე ხათუნას დაფეხმძიმება...“ - რას ჰყვება ზურა ხაჩიძე ქალიშვილზე?