Digest Logo

ლევან მაჭავარიანი: ყველას გილოცავთ 2026 წელს, ძალიან მნიშვნელოვანი წელი იქნება ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებისთვის

1767185597
ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა.

„მადლობა 2025 წელს. მიუხედავად უამრავი სირთულისა, ჩვენი მოქალაქეების გვერდში დგომით მოვახერხეთ მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება. ამასთანავე, ჩვენი ეკონომიკა პირველად გადასცდა 100 მილიარდ ლარს, რაც ასახულია 2026 წლის ბიუჯეტში.

ყველას გილოცავთ 2026 წელს. გისურვებთ მშვიდობას, სიმშვიდეს, ჯანმრთელობას და ბევრ სიხარულს!

ძალიან მნიშვნელოვანი წელი იქნება ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებისთვის!

უფალი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი“, - წერს მაჭავარიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არაფერი ჩამოვარდება თქვენთვის ციდან, მოგიწევს შრომა და ფოკუსი“ - 2026 წლის ასტროპროგნოზი ქალწულებისთვის

⭕„ახალი წელი მოდის, წლის ბოლო დღემ განსაკუთრებული ფიქრი იცის - ფიქრი ბოლოზე...“ - რას წერს გია მურღულია

⭕„2025 წელი იყო „ქვების გადაგორების“ წელი, 2026 კი იქნება „ოქროს ქისის“ პოვნის წელი!“ - 31 დეკემბრის სადღესასწაულო პროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის