ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ, ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს თუ რატომ უნდა ახსოვდე ღმერთს მუდმივად.
„მუდმივად რატომ უნდა ახსოვდე ღმერთს? - ეს აუცილებელი სულაც არ არის.
თან მას ვერავინ ვერასდროს ავალდებულებს.შენ იმ წამისთვის მოემზადე, როცა გაგიხსენებს და სალაპარაკოდ მიგიხმობს. კითხვები ექნება და პასუხებს მოისმენს.
შენ გექნება პასუხები?
შენი ბოლო იმედი ეს იქნება: "მას ხომ ადამიანი უყვარს".
უპირობოდ ასეა.
ოღონდ ერთი რამ გახსოვდეს:
თუ არც ღმერთი გიყვარს, არც სამშობლო და არც მოყვასი, თუ ისიც არ გახსოვს, ღმერთს რატომ უყვარს ადამიანი, თუ შენს სულში ზამთრისებრ გრილა, ის "ბოლო იმედი" შეიძლება არც გაგიმართლდეს.
ახალი წელი მოდის.
წლის ბოლო დღემ განსაკუთრებული ფიქრი იცის - ფიქრი ბოლოზე.
ყოველი წლის ბოლო "მთავარი ბოლოს" რეპეტიციაა. დაფიქრდი, სანამ რაღაცის შეცვლა ჯერ კიდევ შეგიძლია.
დრო მოვა და ამ შესაძლებლობას დაკარგავ.
მის დადგომამდე მოაგვარე შენი ცხოვრების მთავარი საქმე. თუ ამას მიახერხებ და მოასწრებ, "მის" კითხვებზე პასუხები გეცოდინება.
და შენ ღმერთის ღიმილს დაინახავ“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: