
„ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა, როგორც ვხედავთ რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა“, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
„მისი ეს და სხვა დანაშაულებრივი ფონდები, კეთილშობილური მიზნის საფარქვეშ, იმ აგრესორებს აფინანსებდნენ, რომლებმაც აქციების დროს პარლამენტი გადაწვეს, პოლიციელები დააზიანეს, ქვეყანაში ქაოსის ცეცხლი დაანთეს და სხვა და სხვა... უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, რევოლუციას აორგანიზებდნენ ამ რევოლუციის ორგანიზატორებზე კი ვიტყოდი რომ კლასიკური სცენარით „აგენტებად“ მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს ირჩევდნენ, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში ფაქტია შეცვალეს ტაქტიკა…“, - აცხადებს წილოსანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მათი ცეკვა „ქეთო და კოტეში“ დარჩა...“ - ვინ იყო ილიკო სუხიშვილის პირველი პარტნიორი?
🎥 „მძიმე და დაძაბული დღე გველის...“ - 18 მარტის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან