Digest Logo

პრემიერი: მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა, ჩვენი პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე, მაქსიმუმი გავაკეთოთ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის

1746086135
ირაკლი კობახიძე

მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ კუთხით, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს.

„მადლობა მინდა გადავუხადო პირადად მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს. გახსოვთ, რა პროცესები გამოვიარეთ ამ გასული თვეების და რამდენიმე წლის განმავლობაში და რომ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრის, თითოეული პოლიციელის მოწოდების სიმაღლეზე დგომა, ჩვენ ვერ შევინარჩუნებდით სტაბილურობას და შესაბამისად, არ გვექნებოდა არც ასეთი ეკონომიკური ზრდის მონაცემები. ბატონ ვახტანგ გომელაურს მადლობა და კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ეკონომიკურ გუნდს. ჩვენი პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შეეცადეთ გადაამოწმოთ ინფორმაცია და მარტივად არ ენდოთ ახალ გაცნობილ ადამიანებს...“ - პირველი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 „ჩემი დილა 6 საათზე იწყება და 11-ის ნახევარზე სრულდება...” - როგორ ახერხებს ფორმაში ყოფნას სალომე ჭაჭუა?

⭕„ესპანეთში რომ შუქი ჩაქრა...ყველაზე ყოჩაღად იქ მცხოვრებ ქართველებს ეჭირათ თავი“ - რას წერს თეა გვასალია?