Digest Logo

პრეზიდენტი: საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე, ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას

1700232048
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 17 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესა და  „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ თინა ბოკუჩავას დაპირისპირებას გამოეხმაურა, როცა ბრეგაძემ ბოკუჩავას მისამართით თქვა: „ვისმენთ თქვენს უზრდელობას - სირცხვილია, რომ ქალი ასეთ სიტყვებს კადრულობთ“. 

პრეზიდენტი წერს, რომ ეს არის „მორიგი უმსგავსობა“, რაც საქართველოს პარლამენტში ხდება ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით.

„საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე.

სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტისგან და უშუალოდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ - მორიგი უმსგავსობა.

კიდევ ერთხელ ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას - ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ვიდეო გაკვეთილის დროს ვირუსულად გავრცელდა” – მასწავლებელი სკოლის დირექტორს პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟში ადანაშაულებს

🎥 ვინ არიან ესპანეთში ხმაურიანი სპეცოპერაციის დროს დაკავებული ქართველები

🔵ახალციხეში შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს