სკოლის დირექტორს მასწავლებელი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟში ადანაშაულებს. მძიმე შემთხვევა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
ეჭვმიტანილი კაცის წინააღმდეგ მძიმე ბრალდება პედაგოგმა მას შემდეგ გააჟღერა, რაც მისი მტკიცებით, ვიდეოები სხვა პედაგოგებსაც გაეგზავნათ და მასალა სკოლაში საგაკვეთილო პროცესების დროს ვირუსულად გავრცელდა.
სამართლებრივი დევნა იმ მასწავლებლების წინააღმდეგაც დაიწყო, ვისაც ეს ვიდეო გადაეგზავნათ და ტელეფონებში საგულდაგულოდ ინახავდნენ. განათლების რესურსცენტრმა ისინი დროებით ჩამოაშორა სკოლას, თუმცა, ამ დროის ინფორმაციით, ყველა თავისუფლებაზეა.
სკოლა ამ მძიმე ფაქტს რამდენიმე თვის განმავლობაში საგულდაგულოდ მალავდა. ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დირექტორი და ის მასწავლებლები, რომლებიც სასწავლო პროცესს ჩამოშორდნენ შესაძლოა, სამსახურში აღდგნენ.
ადგილობრივმა რაიონულმა სასამართლომ დირექტორი ამ უმძიმეს დანაშაულში გაამართლა და ახლა საქმე უკვე მეორე ინსტანციაში შედის.
სკოლაში ვერ ამბობენ, დაბრუნდება თუ არა სკოლაში გათავისუფლებული დირექტორი და მასწავლებლები, რომელთა წინააღმდეგაც ასევე მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა დაზარალებული მასწავლებლის მოთხოვნის საფუძველზე.
„სამართლებრივი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია სკოლას და ტელევიზია რად უნდა ამას. როგორც სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება ისე იმოქმედებს სკოლა. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდნენ 2022 წლის 16 აგვისტოს. დაზარალებულიც ამ სკოლაში მუშაობს. მე ნანახი არ მაქვს ის კადრები. გათავისუფლებულია ოფიციალურად და სკოლაში როგორ დაბრუნდება?“,- ამბობენ სკოლაში.
დაზარალებული ქალი ბუნებრივია მედიასთან საჯაროდ არ საუბრობს. „პირველების“ ინფორმაციით, მას აღარ სურს იმ სკოლაში მუშაობა, სადაც მისი ვიდეო ვირუსულად გაავრცელეს. ჯერი ახლა მეორე ინსტანციის სასამართლოზეა. საინტერესოა, გაამართლებს თუ არა სასამართლო სკოლის დირექტორს და დატოვებს თუ არა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ვინ არიან ესპანეთში ხმაურიანი სპეცოპერაციის დროს დაკავებული ქართველები
🔵ახალციხეში შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს
🔵სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მსახიობი ნათია სოყურაშვილი გამოიკითხა
წყარო: tvpirveli.ge