Digest Logo

„ქვეყანა გაირინდა დღევანდელი თამაშის მოლოდინში, ასეთი ბედნიერი და ამაყი ქართველები ადრე არასდროს მინახავს, ბიჭებმა სასწაული უკვე მოახდინეს და ამ საოცარი ჟინის, ბრძოლის, პროგრესის, დაუჯერებელი გამარჯვებების გაგრძელებას ელოდება ქვეყანა“ - მამუკა მდინარაძე

1719754582
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანი მამუკა მდინარაძე

„დღეს რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ უკვე გმირები ხართ, ჩვენ კი სულ თქვენი მომდევნო გამარჯვებების რწმენით ვიცხოვრებთ, ისევე როგორც დღეს“, - ასე მიმართავს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.

მდინარაძე ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას უსურვებს და აღნიშნავს, რომ ანთებული თვალებით დადის ხალხი, რაც შეძლო ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა.

„ქვეყანა გაირინდა დღევანდელი თამაშის მოლოდინში. ასეთი ბედნიერი და ამაყი ქართველები ადრე არასდროს მინახავს. ანთებული თვალებით დადის ხალხი. ეს შეძლო ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა!

ბიჭებმა სასწაული უკვე მოახდინეს და ამ საოცარი ჟინის, ბრძოლის, პროგრესის, დაუჯერებელი გამარჯვებების გაგრძელებას ელოდება ქვეყანა!

დღეს რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ უკვე გმირები ხართ ეროვნული ნაკრები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ჩვენ კი სულ თქვენი მომდევნო გამარჯვებების რწმენით ვიცხოვრებთ, ისევე როგორც დღეს!!!

გამარჯვება ბიჭებო!!!“, - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„სავარაუდოდ შევხვდები ფსიქიატრს და თქვენი არ ვიცი...“ - რას წერს ნინი შერმადინი

⭕„აზრის გამოხატვას ვერავის დავუშლით, უბრალოდ აზრი უნდა იყოს რაციონალური... ისედაც სტრესულ ვითარებაში ჩაყენებულ მოთამაშეს, უფრო მეტად არ შეუზღუდო სამოძრაო არეალი“ - გიორგი ლობჯანიძე

⭕„შეძელით ლამაზი, რომანტიკული, ლაღი ფეხბურთი გეთამაშათ, სწორედ ის, რაც ასე გვენატრებოდა ყველას“- გოგა ჩანადირი ჩვენს ფეხბურთელებზე