ვეტერანი ფეხბურთელი აჩი არველაძე ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე „ტვ პირველის“ ეთერში საუბრობს. არველაძე აღნიშნავს, რომ უხარია, როცა მთელი საქართველო ერთნაირად აღნიშნავს და ზეიმობს ამ მოვლენას.
აქვე, არველაძე გადაცემის წამყვანის, ინგა გრიგოლიას მისამართით აცხადებს, რომ მათაც კი უხარიათ და ბედნიერები არიან, რაზედაც ინგა გრიგოლიამ ღიმილით უპასუხა, რომ სიტყვები - „თქვენც კი“ ვითომ არ მოუსმენია და ამჯერად გაატარებს და არ იდისკუსიებს მასთან.
„გუშინდელმა თამაშმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ჩვენი ქვეყნისთვის და ქართველებისთვის ფეხბურთი არის უმნიშვნელოვანესი რამ. ეს არ არის მხოლოდ სპორტის სახეობა, ეს არის ჩვენი იდენტობა, რელიგიურ დონეზეც კი შეიძლება ავიყვანოთ და მიხარია, რომ ასე ერთ სიხარულს მთელი საქართველო განიცდის და ყველას ერთნაირად უხარია. აი, თქვენც კი ძალიან ბედნიერები ხართ და ძალიან ლამაზად და „ხოშიანად“ აშუქებთ ამ მოვლენას“, - განაცხადა აჩი არველაძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„საქართველო ევრო 2024-ის მთავარი სენსაციაა, მე მიყვარს ასეთი თამამი გუნდები“- კევინ კურანი
⭕საქართველო ესპანეთის მატჩის ღია ჩვენებისთვის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ემზადებიან