Digest Logo

„როდესაც რამე მისაღები და საჭიროა ჩემი ქვეყნისთვის, ოპოზიციონერობა მავიწყდება, მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო ცვლილებებს“ - ფრიდონ ინჯია

1713975387
„ევროპულ სოციალისტური“ პარტიის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია - Digest.ge

„იმ შემოტევებიდან გამომდინარე, რაც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს, ნამდვილად დროულია საკანონმდებლო ცვლილებები. მე ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ როდესაც რამე მისაღები და საჭიროა ჩემი ქვეყნისთვის, მაშინ მავიწყდება ჩემი ოპოზიციონერობა. მე მხარს დავუჭერ ამ ცვლილებებს“, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით ოზურგეთში გამართულ საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.

ფრიდონ ინჯიას თქმით, კანონპროექტში „ოჯახური ღირებულებები“, შესაძლებელია, შეიცვალოს ტერმინით „ქართული ღირებულებები“.

„მე შევცვლიდი და „ოჯახური ღირებულებების“ ნაცვლად ჩავწერდი – „ქართულ ღირებულებებს“. ქართულ ღირებულებებში შედის ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, სარწმუნოება, ენა და, მათ შორის, ოჯახიც. სკოლაში უნდა ისწავლებოდეს საგანი „ქართული ღირებულებები“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„წლების წინათ ერთ დიდმოხელეს ვაჩუქე... ყველას მაგიდაზე უნდა იდოს“ - რას წერს გოგა ჩანადირი

„ბეტონის ღობის იქიდან ისმოდა პასუხი - მოკვდა... მაშინ ხმა არავის ამოუღია“ - გელა ზედელაშვილი

🎥 „შვილი გააჩინა, ჩადგა ფორმაში და კლუბიდან არ გამოსულა“ - რას ამბობს გიორგი ყიფშიძე 20 წლით უმცროს ყოფილ ცოლზე