Digest Logo

სააკაშვილი გახარიას ადამიანის ბედით ვაჭრობაში ადანაშაულებს - დიდი განხეთქილება „ზურაბიშვილის ფანჩატურში"

1707310972
სააკაშვილი გახარია

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას გაუნაწყენდა და ექსპრემიერის პოლიტიკური ძალა ადამიანის ბედით ვაჭრობაში დაადანაშაულა. სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება გახარიას პარტიის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, მოხდეს დიდი ოპოზიციური გაერთიანება, არ უერთდება. ოფიციალურ მიზეზად პარტიამ დაასახელა მიუღებლობა იმ პარტიებისა და პოლიტიკოსების, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლისა და ქვეყნის თავისუფალი არჩევნების წინაპირობად სააკაშვილის შეწყალებას აყენებენ.

სააკაშვილს ასევე არ სჯერა, რომ შედეგს გამოიღებს „ქართული ოცნებიდან" წასული ეკა ბესელიას მცდელობა, გახარიას პოლიტიკურ ძალას მისცეს ჯერ უცნობი გარანტიები და ისე შეიყვანოს ზურაბიშვილის დაანონსებულ გაერთიანებაში.

„გუშინ, ეკა ბესელიამ „ფორმულაზე" გამოსვლაში თქვა, რომ დაარწმუნებს გახარიას მიიღოს მონაწილეობა საერთო ფორმატში და "დაზღვევის მექანიზმებს" შესთავაზებს მას. რა დაზღვევაზეა ლაპარაკი, რომ ჩემს მიმართ მიმდინარე უსამართლობა არ დასრულდება? ადამიანის ბედითა და ასობით ათასი ადამიანის შეხედულებებით ვაჭრობაა პოლიტიკური პროცესი?" - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც მმართველი ძალის წარმომადგენლები პროგნოზირებდნენ მთელი დღის განმავლობაში, სააკაშვილი, როგორც ჩანს, უკვე ხდება "განხეთქილების ვაშლი" ჯერ არშეკრებილი, „ფსევდოშუაშისტური" გაერთიანებისთვის. 

„გამარჯვების კოალიცია" არავის წინასწარ პირობას არ უყენებს და ვაჭრობას არ სთავაზობს და არც სხვას ვურჩევ ამ გზაზე დადგომას. ჩემი პატიმრობა არის საქართველოს ხელისუფლების დიდი, მსოფლიო მასშტაბის სირცხვილი. ტყვეობიდან გათავისუფლება არაა პარტიული თემა - ეს არის სამართლიანობისა და ეროვნული ღირსების საკითხი“, - წერს ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში. 

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტის ინიციატივას, შეიქმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, ჯერჯერობით, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „მოქალაქეებისა“ და „ლელოს“ ლიდერები მიესალმებიან. მმართველი პარტია ამ პროცესს „ზურაბიშვილის ფანჩატურში" პარტიათა შეკრებას უწოდებს. უცნობია, „გირჩი - მეტი თავისუფლების“, „დროას“, გვარამია-მელიას გაერთიანების„ ლეიბორისტების“ და „ევროპული საქართველოს“ თუ სხვა პატარა ოპოზიციური პარტიების პოზიციები.

პრეზიდენტთან ამ ფორმატში თანამშრომლობას არ აპირებს გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, რადგან მათთვის მიუღებელია ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლისა და ქვეყნის თავისუფალი არჩევნების წინაპირობად სააკაშვილის შეწყალებას აყენებენ.

„ქართული ოცნება" ზურაბიშვილის ფანჩატურში" მისვლას არ აპირებს. უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარაია აცხადებს, რომ პრეზიდენტს  "ფსევდოშუაშისტური" გაერთიანების შექმნის მცდელობა აქვს, რაც მარცხით დასრულდება. 

მარიამ ნამგალძე 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„გრიგოლ ხანძთელის“ მხატვრული ღირებულება ჩემთვის არის ნულის ტოლი“ - მარიამ გულედანი

🎥 „ღმერთო, დაგვიფარე...“ – ნახეთ, რა ვითარებაა ჭიათურაში

🎥 „საუკეთესო დედა და ჩემი პირველი მეგობარია, მას ყველაფერს ვუყვები...“ - როგორი დედაშვილობა აქვთ მარიამ როინიშვილს და ელენე მახარაძეს

წყარო: newshub.ge