Digest Logo

„სადღაც სარდაფში მოყუჩების და დამწნილების დრო არ მაქვს, სასამართლოში მომიყვანეთ ხოლმე როცა იქნება დრო“ - სააკაშვილი

1638437846
სააკაშვილი

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მისი დარბაზში 3 საათით ადრე მიყვანა გააპროტესტა.

მისი თქმით, ფუჭად დასახარჯი დრო არ აქვს, რადგან უკრაინასა და საქართველოში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა.

„ამ სასამართლო დარბაზში მომიყვანეს სამი საათით ადრე, სასამართლო დაიწყო 50 წუთის დაგვიანებით. მინდა გითხრათ, რომ არ ვიცი, ეტყობა თქვენ ბევრი დრო გაქვთ, მე არ მაქვს ბევრი დრო. მე ვარ უკრაინის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, აქტიური პოლიტიკოსი საქართველოში, რეგიონალური პოლიტიკური ლიდერი და მაქვს ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დრო.

ნამდვილად არ მაქვს იმის დრო, რომ ფუჭად ვხარჯო, არ მაქვს დრო 4 საათი სადღაც სარდაფში მოყუჩების და კარგად დამწნილების. მომიყვანეთ ხოლმე დროზე როცა არის დრო და ყველა გამოცხადდეს ხოლმე დროზე. ეს არის იმ საზოგადოების პატივისცემა, რომელიც გარეთ ან ეკრანებთან არის და მათ სჭირდებათ პატივისცემა და არა ასე მოპყრობა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გამოძიება მას ამჯერად სახელმწიფო თანხების გაფლანგვას ედავება.

ინფორმაციისთვის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება მხოლოდ 29 ნოემბერს მიეცა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„2-3 კვირაში ახალი წამალი გამოჩნდება... საუკეთესო ვარიანტი იქნება“ - გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს

🔵„ისე კარგი სპექტაკლი დადგით, რა სათაურით, დაახვიეთ აუცრელებო, მეცოდებით“ - თავისუფალ თეატრში პირველი სპექტაკლი გაიმართა

🔵VIDEO: რა შეემთხვა ქეთა თოფურიას კონცერტის დაწყებამდე - მოულოდნელი ინციდენტი

🔵„20 ლარს მოგცემთ და წადით სახლში, ცივა, ცოდოა ბავშვი... ჯიბიდან ფული ამოიღო და მიაწოდა“ - რა მოხდა ბელინსკის ქუჩაზე