ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ სასამართლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში ესწრება.
„მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა, ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა. ერთადერთი, რასაც ვითხოვ, ეს არის ადეკვატური მკურნალობის საშუალება მომეცეს. თუ საჭიროა, სიცოცხლესაც მივცემ. ჩემი მდგომარეობა არის მკვეთრად გაუარესებული“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ მიმართვას უკრაინულ ენაზე გააგრძელებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘„ბებიაჩემის დროინდელი ტელეფონით სელფი გადამიღო და 15 დოლარი ამახია“ - რას წერს გურამ შეროზია?