ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და შვილის შესახებ წერს.
მისი თქმით, მენტალური პრობლემის მქონე შვილის გადაყვანა კლინიკაში ვერ შეძლო.
„მოკლედ ვწერ პირდაპირ, ლუკა გართულდა, ვრეკავ ჩვეულებრივ მის ექიმთან და ვადგენ არის თუ არა ადგილი კლინიკაში. ეს წესია. ისე სასწრაფოს და პატრულს ვერ გამოიძახებ. ყველაფერს ველოდი ამ პასუხის გარდა - არცერთ კლინიკაში ადგილი არაა, არცერთშიიი, მთავრობავ. თბილ სავარძელში მოკალათებულო ჩინოვნიკებო...
ისედაც უმძიმეს პირობებში მყოფი მენტალური პრობლემის მქონე ადამიანების კლინიკებში რომ ადგილი არ არის და გადავსებულია... რამე ტიპის პასუხისმგებლობას გრძნობთ, გიკვირთ ხომ კორპუსიდან ავტომატის ჯერით დახოცილი ადამიანები. ვინ მომცემს გარანტიას, რომ ჩემი სუიციდისტი შვილი უფრო არ დამძიმდება, რა ვუშველო?
მე რომ ვერ ვპოულობ გამოსავალს, გესმით მაინც, ჩემზე მორიდებული (მე ნამდვილად ვერ მოგერიდებით და არ მცხელა თქვენი გულის მოსაგებად) და დაუცველები რა დღეში არიან, გესმით?
პ.ს. მე ამათი მოთაგვის ნერვი არ მაქვს, მოთაგეთ ჯანდაცვა, პრემიერი, მინისტრები, რატომ იხურება ფსიქიატრიული კლინიკები და განყოფილებები. ბოდიში, დილის 5-ზე რომ ვცდილობ თქვენს „აფორიაქებას“.
პ.ს. პ.ს. ვინც მწერთ აქ და პირადში - გამოიძახე პატრული და სასწრაფო და ვალდებულები არიან გადაიყვანონო. იცით ეს რას ნიშნავს? მაქსიმალურად მშვიდად აგიხსნით. ეს ნიშნავს ხელებგადაგრეხილ ლუკას იატაკზე დაგდებულს... მერე მის თრევას სასწრაფო დახმარების მანქანამდე, მერე წანწალს რომელი კლინიკა მიიღებს,
უკმაყოფილო და გაღიზიანებულ ექიმს და პატრულს და შეშინებულ და დათრგუნულ ლუკას. ნუ მწერთ ბოდიში ამ სისულელეს, გამოუძახე და ვალდებულია წაიყვანოს, სად?“ - წერს ანა მიქაძე ჩიკვაიძე.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘 „ბებიაჩემის დროინდელი ტელეფონით სელფი გადამიღო და 15 დოლარი ამახია“ - რას წერს გურამ შეროზია?