წალენჯიხაში ქალაქის მერი „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყო, საკრებულო რადიკალური ოპოზიციის ხელში იყო და ამ პირობებში 22-ვე უბანი პირწმინდად მმართველმა პარტიამ მოიგო, - ამის შესახებ მედიასთან რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მან ამომრჩევლებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა სრულიად საქართველოს და ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მადლობა ვუთხრა ნდობისთვის. ეს ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი მოტივაციაა, რომ ასეთი ერთობით, გვერდში დგომით გვეძლევა შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას.
რაც შეეხება ჩემს წალენჯიხას, ყველა გაოცებული ვიყავით, 22-ვე უბანი მოიგო წალენჯიხამ, იმ პირობებში, როდესაც ქალაქის მერი „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყო, საკრებულო რადიკალური ოპოზიციის ხელში იყო და ამ პირობებში წალენჯიხის 22-ვე უბანი პირწმინდად მოიგო მმართველმა პარტიამ.
წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ ეს გარდამტეხი იყო, მნიშვნელოვანი არჩევნები იყო, სადაც საქართველომ არჩევანი გააკეთა ომსა და მშვიდობას შორის“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს რაღაც ისეთია, რისი დაჯერებაც კი რთულია... გაუმარჯოს საქართველოს და ესპანეთს“ - ილია თოფურია
⭕ქმრის გამარჯვების შემდეგ, ილია თოფურიას მეუღლე ფოტოებს აქვეყნებს