Digest Logo

უკრაინა-რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება

1648530780
დავით არახამია

დღეს 10:00 საათზე სტამბოლში, რუსულ-უკრაინული მხარეები მოლაპარაკებებს გამართავენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ამასთან, გავლენიანი გამოცემა Financial Times-ი წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში რუსეთი აღარ ითხოვს უკრაინის „დენაციფიკაციას“.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი მზადაა, დაუშვას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, თუ ის უარს იტყვის ნატოს წევრობაზე.

როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტის პროექტი არ მოიცავს რუსეთის სამი მოთხოვნის განხილვას – „დენაციფიკაციის“, „დემილიტარიზაციის“, უკრაინაში რუსული ენის სამართლებრივი დაცვის საკითხებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 VIDEO: „ვხვდებოდი, რომ სიცოცხლე აღარ მიხაროდა... ეს იყო კოშმარი. არაფერი არ მინდოდა“ - ნოდიკო ტატიშვილი რთულ პერიოდზე

🔵„უკრაინა რუსეთთან წაგებულ ომში რომ შევიდა, ამაში უკვე ეჭვი აღარავის ეპარება. რუსეთის ეკონომიკური მოგუდვის მცდელობით, თავად ამოჰყვეს თავი ყულფში“ - ნუკა არველაძე

🔵„ბავშვებმა და დედამ ისე გამომაცილეს, თითქოს ბოლოს მხედავდნენ, რადგან არ ვიცოდი სად მივდიოდიო“ - რას წერს თამუნა ყურაშვილი