ბუბა კიკაბიძის პროდიუსერი რატი აბზიანიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ვოლოდიმირ ზელენსკის თანამებრძოლზე, დავით არახამიაზე საუბრობს, ვინაიდან მას პირადად იცნობს და აღნიშნავს, რომ მან ქართული ენა არ იცის.
„სამწუხაროდ, ქართულად ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ძალიან კარგად იცის მეგრული. ეს დამახასიათებელია იმ ადამიანებისთვის, ვინც აფხაზეთში ცხოვრობდა. შარშან დაბადების დღე კახეთში გადაიხადა. სხვათა შორის, ნინო ქათამაძეც იქ იყო. ამბობდა, რომ ეს იყო მისი საუკეთესო დაბადების დღე, რადგან მას საკუთარ სამშობლოში შეხვდა. ახლო ნათესავები ჰყავს თბილისში და მათთან კონტაქტი არ გაუწყვეტია. ვხედავთ, რომ ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ. მას პირადად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ახლა მისი ბრძოლა უკრაინისთვის ასევე ნიშნავს ბრძოლას საქართველოსთვის. ამ ისტორიულ მოლაპარაკებებში ჩვენს მხარეს ქართველი დავით არახამია წარმოადგენს…“, - აცხადებს რატი აბზიანიძე.
გავრცელებული ინფორმაციით, დავით არახამია სოჭში დაიბადა და გაგრაში გაიზარდა, აფხაზეთის ომის შემდეგ კი დევნილი გახდა და თავი უკრაინას შეაფარა.
ასევე დაგაინტერესებთ👇