არჩევნებისთვის მზადება ჩვენს ქვეყანაში აქტიურ ფაზაში შედის. სხვა და სხვა პოლიტიკური პარტიები უკვე საარჩევნო კამპანიას იწყებენ და წლის მთავარი მოვლენისთვის ემზადებიან.
2024 წლის სახელისუფლებო არჩევნები საქართველოს მომავალს გადაწყვეტს, ამიტომ საზოგადოების პასუხისმგებლობა ამ პროცესებში მნიშვნელოვანია.
მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს რომ აპირებს საარჩევნო ღონისძიებებში ჩართვას და დეზინფორმაციასთან ბრძოლას. მისივე თქმით, მზადაა ამხილოს დესტრუქციული ძალები.
„მეგობრებო ყველასთვის ცნობილია, რომ 2024 წლის არჩევნები ერთგვარი წყალგამყოფია ჩვენი ქვეყნისთვის, სწორედ მომავალ არჩევნებზე წყდება საქართველოს ბედი, არჩევნები პასუხს გასცემს მთავარ კითხვას ვიქნებით ძლიერი, განვითარებული დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ გავიზიარებთ უკრაინის ბედს და მოხდება საქართველოს უკრაინიზაცია, რაც მეორე ფრონტს, ნგრევას და უკუსვლას ნიშნავს. მომავალი არჩევნების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ვაპირებ აქტიურად ჩავება დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიაში, ვამხილო დესტრუქციული ძალები და საზოგადოებამდე სიმართლე მივიტანო“, - წერს ზურა ხაჩიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: