Digest Logo

ვიქტორ ორბანი საქართველოს არჩევნებზე: თუ ლიბერალები იმარჯვებენ, არჩევნები დემოკრატიულია, თუ ისინი აგებენ, ეს დემოკრატიის დასასრულია

1730367159
ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ დებატებში ახალი არაფერია.

მისი თქმით, როცა არჩევნებში ლიბერალები იმარჯვებენ, ეს ფასდება, როგორც დემოკრატიის ზეიმი, ხოლო როცა მარცხდებიან, ეს დემოკრატიის დასასრულად მიიჩნევა.

„საქართველოში ჩატარებული არჩევნების გარშემო დებატებში ახალი არაფერია. ყველგან იგივე ისტორიაა: თუ ლიბერალები იმარჯვებენ, არჩევნები დემოკრატიულია; თუ ისინი აგებენ, ეს დემოკრატიის დასასრულია“, - წერს ორბანი X-ზე.

 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ესპანეთში წყალდიდობას, სულ მცირე, 95 ადამიანი ემსხვერპლა - ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა

🎥 „შესაძლოა დაგიბრუნონ ვალები, რომლებიც დიდი ხნის წინ გაეცით“ - 31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის