Digest Logo

🎥 „შესაძლოა დაგიბრუნონ ვალები, რომლებიც დიდი ხნის წინ გაეცით“ - 31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

1730355394
 ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია, თუმცა დღევანდელი დღე მძიმეა. არ არის სასურველი დანაპირების გაცემა და უმჯობესია არ ენდოთ ჭორებს“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇 

ვერძი - იმაზე მეტი საქმის მოსწრებას მოახერხებთ ვიდრე ელოდით, შესაბამისად იმოქმედეთ თამადად. ინტუიცია დაგეხმარებათ გამოუვალი სიტუაციიდან იპოვოთ გამოსავალი.

კურო - კარგია დაგეგმოთ დღევანდელი დღე და ისე იმოქმედოთ. 

ტყუპები - შესაძლოა იყოს მცირე წინააღმდეგობები, რომელიც გაგაღიზიანებთ, მაგრამ ეცადეთ არ დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა. 

კირჩხიბი - შესაძლოა ეს დღე რთული იყოს, რადგან ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, ასევე შესაძლოა გაგიჩნდეთ სურვილი ეს საქმეები გვერდზე გადადოთ და არაფერი გააკეთოთ, მაგრამ იცოდეთ ეს საქმე, რაც გაქვთ დაწყებული ბოლომდე მიიყვანეთ და გადადგით ნაბიჯები.

ლომი - წარმატების მისაღწევად გარჯა აუცილებლად გჭირდებათ. ეცადეთ არ იყოთ ზედმეტად პირდაპირები და აკონტროლოთ თქვენი სიტყვები და ემოციები.

ქალწული - კარგი დღეა ნებისმიერი საქმის ანალიზისთვის. შესაძლოა დაგიბრუნონ ვალები, რომლებიც დიდი ხნის წინ გაეცით, შესაძლოა ამ დღეს ფინანსური სარგებელი ნახოთ. 

სასწორი - ეს დღე შესაძლოა რთული იყოს, არ არის სასურველი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, უმჯობესია ფინანსური ხარჯებისგანაც თავი შეიკავოთ.

მორიელი - მეტი სერიოზულობა გმართებთ ის საქმეებთან მიმართებაში, რომელსაც ასრულებთ. ზერელე დამოკიდებულებამ შესაძლოა ხელი შეგიშალოთ საქმის წარმატებით დასრულებაში.

მშვილდოსანი - დღეს მარტივი იქნება გადაწყვეტილების მიღება, ამაში კი ინტუიცია გეხმარებათ. შესაძლოა თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობას დაიწყებთ. 

თხის რქა - დღეს დაეყრდენით მხოლოდ ფაქტებს და ლოგიკას, შესაძლოა იყოს ცდუნებები და ამიტომ იმოქმედეთ სწორად და ფრთხილად.

მერწყული - გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან შესაძლოა თქვენ წინააღმდეგ იყოს გარკვეული ჭორები და მანიპულაციები ამიტომ უმჯობესია შეინარჩუნოთ სიმშვიდე. 

თევზები - ეცადეთ დაასრულოთ დაწყებული საქმეები. ოჯახის წევრებთან შესაძლოა გქონდეთ კონფლიქტი, ეცადეთ არ აჰყვეთ პროვოკაციებს და მითითებებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „თემური ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული იყო...“ - რატომ გაბრაზდა მიხეილ თუმანიშვილი, როცა თემურ ჩხეიძისა და ნანი ჩიქვინიძის სიყვარულის ამბავი გაიგო?

🎥 „არ იყო თემური ის ადამიანი, რომელიც ცოლის ჭკუაზე ივლიდა” - რატომ არ უნდოდა ნანი ჩიქვინიძეს თემურ ჩხეიძე მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელი გამხდარიყო?

„ყველაზე განსხვავებული...“ - ნუკი კოშკელიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს