Digest Logo

„ზოგადად, კარგია იცოდე ქვეყანაში ორგანიზაციების ფული საიდან მოდის და ამიტომ განვიხილავთ კანონის ევროპულ ვერსიას, მაგრამ ეს საკმაოდ დაბალანსებული უნდა იყოს“- მარკეტა გრეგოროვა

1713980390
მარკეტა გრეგოროვა

„ზოგადად, კარგია იცოდე ქვეყანაში ორგანიზაციების ფული საიდან მოდის და ამიტომ განვიხილავთ კანონის ევროპულ ვერსიას“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას „ტელეიმედთან“ განაცხადა.

„მაგრამ როგორც აღვნიშნე, ეს საკმაოდ დაბალანსებული უნდა იყოს“, - აღნიშნა მარკეტა გრეგოროვამ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში შესული „გამჭვირვალობის კანონი“ აბსოლუტურად განსხვავებულია ევროპულისგან და ევროპულ სტანდარტს არ შეესაბამება. ევროპარლამენტარის აზრით, ეს კანონი ნებისმიერმა პოლიტიკურმა აქტორმა შეიძლება ბოროტად გამოიყენოს სამოქალაქო სექტორის შევიწროების მიზნით.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ორშაბათიც შაბათია“ - მერაბ სეფაშვილის, კაკული და მიშელ გურიელაშვილების შესრულება

🔵 „კამათს იმის შესახებ, 25 დეკემბერს უნდა აღვნიშნოთ შობა თუ 7 იანვარს, თუკი პოლიტიკურ სარჩულს გამოვაცლით, ვნახავთ, რომ არც ერთი არაა სწორი“ - ცვატა ბერძენიშვილი