
ერთადერთი მე-12 კლასელი ხაშურის რაიონის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის მოსწავლე - ლერი ნოზაძეა, მის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღებმა გუნდმა მოამზადა სიუჟეტი, სადაც ბიჭი მის განვლილ გზაზე საუბრობს.
„როდესაც ჩემი კლასის კარი შევაღე და იქ მარტო ერთი მერხი დამხვდა, გავაანალიზე მეშვიდე კლასელმა ბავშვმა, როგორი იყო მარტო ყოფნა“, - ამბობს იგი.
მისი თქმით, პირველი წელი რთული იყო, თუმცა მალე გახდა სხვა კლასის მოსწავლეები მისი მეგობრები.
„ძალიან მომენატრება ეს წლები, რადგან აქ ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები გავატარე. მინდა ჩემით იამაყოს მასწავლებლებმა, მშობლებმა და ჩემმა მხარემ“, - ამბობს ლერი ნოზაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
⭕ქრისტინე იმედაძის შვილმა სკოლა დაამთავრა - ნახეთ, რა კადრებს აქვეყნებს მომღერალი
⭕ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში