მინეროლოგი, ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც ფუძის ანგელოზის შესახებ წერს და 12 რჩევას გვიზიარებს:
„12 რჩევა ფუძის ანგელოზისგან.
კომფორტის, სიმშვიდისა და უძველესი სიბრძნის მცველებისგან.
მას არ მოსწონს აურზაური, მაგრამ ყოველთვის ახლოსაა.
ის სახლს ჩვენზე უკეთ გრძნობს , როცა ბზარი კედელში კი არა, ურთიერთობაშია, სადაც არეულობა თაროზე კი არა, ჩვენს ფიქრებშია.
აი, რას „გვირჩევს“, თუ მოუსმენთ.
1. სახლში არ შეინახოთ გატეხილი ,გაბზარული ნივთები,რაც სტაგნაციას და დაღლილობას იწვევს.
2. გაანიავეთ არა მხოლოდ თქვენი ოთახები, არამედ თქვენი ფიქრებიც
სუფთა ჰაერი საუკეთესო ენერგიის გამწმენდია.
3. დაასუფთავეთ რისხვის გარეშე
სახლს არ უყვარს იძულებითი დასუფთავება. უმჯობესია დაალაგოთ ნაკლებად ხშირად, მაგრამ პატივისცემით.
4. ნუ კამათობთ ზღურბლზე
ზღურბლი სამყაროებს შორის საზღვარია. აქ კამათი აზიანებს სახლის დაცვას.
5. ხმამაღლა გადაუხადეთ მადლობა თქვენს სახლს
ზოგჯერ უბრალოდ „გმადლობთ, რომ ჩვენზე ზრუნავთ“ საკმარისია.
6. არ დატოვოთ დანა მაგიდაზე ღამით
მიჩნეულია, რომ ეს „ჭრის“ სიმშვიდეს.
7.დატოვეთ ხოლმე ზოგჯერ მაგიდაზე ტკბილი,იგი მშვიდობის ენაა
8. არ დაწვეთ არეულ-დარეულ მდგომარეობაში. ერთი მოწესრიგებულად დაკეცილი ნივთიც კი ცვლის დილის განწყობას.
9. ნუ შეინახავთ სხვა ადამიანების შურს თქვენს სახლში
რთული ისტორიის საჩუქრები უმჯობესია არ იქონიოთ.
10. სიცილი საუკეთესო ამულეტია
სახლის, სადაც სიცილი სუფევს, უკეთ ხარ დაცული, ვიდრე ნებისმიერი ამულეტი.
11. დაარქვით თქვენს სახლს კეთილი სახელები „სახლუკა“, „ჩვენი კუთხე“, „ჩემი ციხესიმაგრე“ - სიტყვებს ძალა აქვთ.
12. დაბრუნდით სახლში განზრახვით და არა იძულებით.სახლი გრძნობს, როდის იმალებით მასში... და როდის ცხოვრობთ“, - წერს თამუნა იოსელიანი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბედნიერები ვართ...“ - ცნობილი „ტიკტოკერი“ წყვილი შერიგდა?
⭕ „სიგარეტი და ალკოჰოლი მხოლოდ ზიანს აყენებს თქვენს სხეულს...“ - რეკომენდაციები მამუკა რაშოიანისგან
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის თებერვალი ოცნებების ასრულების თვე იქნება