ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა თემაზე სასარგებლო და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.
ამჯერად მან ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც თემაზე: როგორ გავხდეთ ბედნიერი! - წერს. იგი გვიზიარებს კვებისა და ორგანიზმის მოვლის მარტივ ხრიკებს:
„რჩევა, როგორ გავხდეთ ბედნიერი!
ნუ გჯერათ დაავადებების! ისინი არ არსებობენ!
1. ჯანსაღი კვება:
კვება დიდად განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას. მიირთვით მხოლოდ ცოცხალი და ბუნებრივი საკვები, თავი შეიკავეთ შაქრისგან მდიდარი პროდუქტებისგან. სიგარეტი და ალკოჰოლი მხოლოდ ზიანს აყენებს თქვენს სხეულს, ამიტომ მათგან მოშორება აუცილებელია.
2. კუჭ-ნაწლავის გაწმენდა:
ჩვენი სხეული საჭიროებს გაწმენდას. დაირეგულირეთ რაციონალური კვება და გაიწმინდეთ მავნე ბაქტერიებისგან ნაწლავური ფლორა, რათა იგრძნოთ სიმსუბუქე.
3. საუბარი სხეულთან:
თქვენი სხეული — ეს ღვთაებრივი საყდარია. ის გეუბნებათ, თუ რა სჭირდება და რა არა.
4. ბუნების ელემენტებთან კავშირი:
დამეგობრდით ბუნების ელემენტებთან და მიმართეთ მათ, სთხოვეთ თქვენი სხეულის გაწმენდა და აღდგენა.
5. წყლისადმი მადლიერება:
წყალი — ჩვენი სხეულის მთავარი განწყობაა. სანამ მიირთმევთ, დაელაპარაკეთ მას, მადლობა გადაუხადეთ და სთხოვეთ სხეულის განწმენდა.
6. ყოველდღიური ვარჯიში:
ფიზიკური აქტივობა აუცილებელია სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობისათვის. იოგა, მედიტაცია და ფიზიკური ვარჯიშები დაგეხმარებათ ენერგიის შეკრებაში და უკეთეს განწყობაზე. არომათერაპია და ეთერზეთები ასევე კარგი გზა არიან თქვენი სხეულის მოვლისთვის.
7. ბუნებაში დროის გატარება:
ყოველდღიურად გამოყავით დრო ბუნებაში გასავლელად. 2-3 საათიანი სუფთა ჰაერზე ყოფნა, სუნთქვის კონტროლი და სიმშვიდის დაცვა დაგეხმარებათ განიტვირთოთ და ახალი ენერგია მიიღოთ.
8. გარდერობის გაწმენდა:
თქვენს გარემოს ვიზუალურად თუ ემოციურად დიდად აქვს გავლენა თქვენს განწყობაზე. შეინახეთ მხოლოდ ის სამოსი, რომელიც კომფორტულია და თქვენთვის სასიამოვნო. მოიშორეთ ყველა ის ნივთი, რაც არ გჭირდებათ და რაც ხელს გიშლით.
9. პატიება:
მიტევება არა მხოლოდ სხვა ადამიანების მიმართ, არამედ საკუთარი თავის მიმართაც კი შეიძლება იყოს სასწაულებრივი. ხოოპონოპონო — ეს საოცარი მეთოდია, რომელიც თქვენს ცხოვრებას სიხარულით გაავსებს.
10. არ იწუწუნოთ და არ იჩქაროთ:
ცხოვრება მარადისობაა, და ყველაფერი თავის დროზე მოხდება. უბრალოდ მოეშვით და მიიღეთ ყოველი მომენტი.
11. გაუღიმეთ ყველას:
გაუღიმეთ ყველას და ყველგან. განწყობის შექმნა სხვებისთვისაც თქვენი კეთილგანწყობის გამოხატვაა. პატარა მოქმედებები, როგორიცაა ღიმილი, რამაც შეიძლება დადებითად იმოქმედოს სხვა ადამიანებზე და გაძლიეროს თქვენი შიდა სიხარული“, - წერს მამუკა რაშოიანი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის თებერვალი ოცნებების ასრულების თვე იქნება
⭕2026 წლის სააღდგომო მარხვის კალენდარი - როგორ უნდა მოვემზადოთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?