ჟურნალისტი და ბლოგერი, კულინარი ნინო კვაჭანტირაძე საინტერესო და მარტივ ხახვის მარინადის რეცეპტს უზიარებს გამომწერებს:
„ეს რა ვისწავლე, არ მეგონა, თუ ასეთი გემრიელი იქნებოდა ხახვის მარინადი.
პატარა ხახვები გავსერე, ჩავალაგე ქილაში, ლიტრანახევრიანი ერთმა კილო ხახვმა შეავსო.
ჩავაყოლე:
2 ფოთოლი დაფნა
10 კბილი ნიორი
რამდენიმე ცალი შავი პილპილი
ხმელი ქინძის მარცვალი
1 ცალი ახალი წიწაკა
1 სუფრის კოვზი მარილი
2 სუფრის კოვზი შაქარი
დავასხი 2 ჭიქა გადადუღებული და გაცივებული წყალი და 1 ჭიქა ძმარი.
2 დღეში ისეთი მარინადი კეთდება, რომ არც ერთ სალათს არ მიირთმევთ მის გარეშე, ხორციან კერძებსაც ასასწაულებს...“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „კიბორჩხალის ჩხირები“ კიბორჩხალის გარეშე?! - ნახე, რას ჭამ სინამდვილეში! - ირაკლი არაბულის რჩევები
⭕ბრედ პიტმა 7-წლიანი სიფხიზლის შემდეგ ალკოჰოლის მიღება კვლავ დაიწყო