Digest Logo

🎥 „2 წლამდე ბავშვს ეკრანთან საერთოდ არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა“ - როდის არის ბავშვი მზად სოციალური მედიისთვის?

1738047310
ნინო შიუკაშვილი

დღეს მოზარდები მარტივად ითვისებენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, მშობლებს კი უფრო და უფრო მეტად ურთულდებათ დაეწიონ მათ და სათანადოდ აკონტროლონ. როდის არის ბავშვი მზად სოციალური მედიისთვის? თუნდაც ფეისბუკისთვის, რა დოზით შეიძლება დართოთ ამ პლატფორმებთან ინტერაქციის უფლება, როგორ ვაკონტროლოთ, რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს სოციალური ქსელის გამოყენებას ბავშვებში - ამ მნიშვნელოვან თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგმა ნინო შიუკაშვილმა ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი რჩევები გაუზიარა.

„ყველაფერს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, არსებობს ასევე რისკებიც. უნდა დავაკვირდეთ ბავშვის განვითარებას. რა თქმა უნდა 2 წლის ბავშვი დროს გაჯეტთან არ უნდა ატარებდეს, ან ეს შეზღუდული და გარკვეული ნიშნით არჩეული მასალა უნდა იყოს. თუმცა რეკომენდაციაა, რომ 2 წლამდე ეკრანთან საერთოდ არ ჰქონდეს ბავშვს ურთიერთობა. 

ეკრანი და გაჯეტი ასეა ფორმულირებული, რომ სწრაფად ხდებოდეს მისი ათვისება. ბავშვი ამით იღებს სიამოვნებას. 

მაღალ ასაკში, 6 წლიდან 10 წლამდე ბავშვის სამყარო მშობლებს სცდება და ვითარდება ბაზისური სოციალური უნარები.

შესავალი სოციალურ მედიას შეიძლება გავუკეთოთ 7 წლიდან, თუმცა ეს უნდა იყოს ინფორმაციული, მშობელი გამუდმებით უნდა აწვდიდეს ცოდნას“, - ამბობს ნინო შიუკაშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სასურველია ყურადღება პირად, პარტნიორულ ურთიერთობას მიაქციოთ...“ - 28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

„ჩვენი ქორწინების 4 წლის თავზე...“ - გიორგი გასვიანი ცოლთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

🎥 „არ მინდოდა ამის თქმა მაგრამ...პოლიტიკოსს ან მის შვილს ქუჩაში ესვრიან...“ - გოგა მანია შოკის მომგვრელ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს