2026 წლის მთავარი ტრენდული ფერები! რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს და როგორ შევხვდეთ ცეცხლოვანი ცხენის წელს - აღნიშნულ საკითხზე დიზაინერი ლაშა ჯოხაძე თაკო ჩხეიძის რუბრიკაში, გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს:
„ქალბატონებს გირჩევთ, რომ იყავით ფერადები, ბრჭყვიალები. ცხენის წელს უყვარს სიფერადე. არის ყველაზე აქტუალური ფერები 2026 წლისთვის, რომელიც ცხენის წელს უყვარს:
- წითელი ალისფერი
- ყვითელი
- ოქროდფერი
- ლურჯი
- ნარინჯისფერი
ფერსი და სიბრჭყვიალეში შეზღუდულები არ ვართ. ინდივიდუალური და განწყობის ამბავია. შესაძლოა იყოს მუქი ფერის სამოსი, თუმცა ბრჭყვიალებით გაფორმებული.
მორგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წელს არ არის განსაკუთრებული სტილი დასახელებული, რადგან ცხენს თავისუფლება უყვარს. ამიტომ თავისუფალ სტილს მიენიჭება უპირატესობა.
ახალი წლის ღამეს კარგი იქნება ქალბატონებს გეცვათ კაბა. მნიშვნელოვანია ადგილი, სადაც მიდიხართ და ხვდებით ახალ წელს. თუ სახლში ხვდებით შეგიძლიათ ზედა ან პიჯაკი მოირგოთ, თუმცა ეცადეთ ეს კომბინაციაც კაშკაშა ფერებში გადაწყვიტოთ“, - გვირჩევს ლაშა ჯოხაძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕15-21 დეკემბერი – კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ყველა ნიშნისთვის
⭕რაზე მიანიშნებს თაფლის „დაშაქრება“ და რომელი თაფლია უკეთესი - თხელი თუ სქელი?
🎥 რა გავლენა აქვს ადრეულ ასაკში მოსულ პოპულარობას ბავშვზე? - სპეციალისტის რჩევები