რა გავლენა აქვს ადრეულ ასაკში მოსულ პოპულარობას ბავშვზე? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ბავშვთა ფსიქოლოგმა რუსუდან კილაძემ ისაუბრა:
„როცა პატარას ვიდეოებს აქვეყნებენ, ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფერს აქვს ბევრი მოწონება, ბევრი ნახვა. არის შემთხვევები, რომ შემთხვევით დადო მშობელმა ბავშვის ფოტო ან ვიდეო, მოიპოვა ბევრი ნახვები და მოწონება, ამიტომ კიდევ გაუჩნდა სურვილი მისი გაზიარების. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობელს უნდა შვილი დააზიანო. განზრახვა და ქმედება ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენი განზრახვა შეიძლება იყოს მეტი სიყვარული მივაღებინოთ გარემოსგან ჩვენ შვილს. თუმცა შეიძლება შედეგი სრულიად განსხვავებული იყოს.
0-დან 6 წლამდე ბავშვს როცა ვუღებთ კამერით, დიდად არ არის ეს რეკომენდებული. რადგან ბავშვი აღიქვამს იმ გარემოს სადაც იზრდება. რასაც ჩვენ ვთავაზობთ, მის აღქმაში მიუწვდომელია. ის სივრცე, ანუ ონლაინ სივრცე მოქმედებს ტრავმულად. თუ გადავდივართ ფულის შოვნაზე ეს ცალკე საკითხი და ტრაგედიაა.
ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო სივრცე იყოს დაცული მისთვის. ამიტომ არ შეიძლება არასრულწლოვანი გახდეს რომელიმე კომპანიის სახე და გადაიღონ რეკლამებში. მით უმეტეს სოციალურ სივრცეში არ შეიძლება მისი შემოსავლის წყაროდ გამოყენება“, - აღნიშნა რუსუდან კურტანიძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: