
იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს. მედიკოსს 50.7 ათასი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს. ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს და საზოგადოებას თირკმელების დაცვის შესახებ რეკომენდაციებს უზიარებს.
თირკმლის ინფექცია მტკივნეული და არასასიამოვნო დაავადებაა, რომელიც ჩვეულებრივ მაშინ ვითარდება, როცა ბაქტერია შარდის ბუშტიდან ერთ ან ორივე თირკმელში აღწევს. სამედიცინო ლიტერატურაში თირკმლის ინფექციას პიელონეფრიტის სახელწოდებით მოიხსენებენ. ეს ცისტიტზე უფრო სერიოზული და განსხვავებული მდგომარეობაა, რომელიც შარდის ბუშტის გავრცელებული ინფექციაა, ამ დროს ადამიანს მტკივნეული შარდვა უვითარდება.
სწორად მკურნალობის შემთხვევაში, თირკმლის ინფექცია სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა თუ თირკმლის ინფექციის მკურნალობა დროულად არ მოხდა, შესაძლოა მდგომარეობა გაუარესდეს და თირკმლის მუდმივი დაზიანება გამოიწვიოს.
„როგორც კი 40 ასცდება ადამიანის ასაკი, თითქმის ყველას თირკმელი დაზიანებულია, ეს დაზიანება კი შემდეგ წლებში პროგრესირებს.
რა უნდა მივიღოთ საკვები:
ყველაზე კარგი ანტიოქსიდანტი საკვებია - კენკროვანები: მოცვი, მარწყვი. რაც ანთებას ებრძვის. ამასთან ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია თევზი, რითაც ადამიანი იღებს ცილას. ნებისმიერი თევზი კარგია, რომელსაც აქვს ცხიმი. კვირაში ორჯერ მიღება საკმარისია. მესამე საკვები ეს არის ნიორი, რომელიც საუკეთესო ანტიოქსიდანტია. ასევე აფართოებს სისხლძარღვებს და წევს წნევას დაბლა. ნივრის ეფექტური დოზა არის, დღეში ერთი ნივრის მიღება. რაც მეტი მძაფრი სუნი აქვს მით უკეთესია. კიდევ ერთი საკვები, არის ზეითუნის ზეთი სახელწოდებით, „ექსტრა ვირჯინ ოილ“, რაც საკვებზე მოსასხმელად კარგია, მაგრამ საცხობად არ გამოდგება. მეხუთე საკვები არის ლობიო, სოიო.
რა არ უნდა მივიღოთ:
კოკა-კოლა და მუქად შეღებილი სასმელები. ავოკადო არ არის კარგი, რომელიც კალიუმს შეიცავს და თუ დაგროვდა თირკმელი ვეღარ გაფილტრავს. არ არის კარგი ბანანი, რომელიც ასევე კალიუმს შეიცავს და ასევე თხილეულობა. მაგრამ თუ ზომიერად მიიღებთ, მაშინ არ არის საგანგაშო. ასევე უნდა მოერიდოთ, გადამუშავებულ ხორცეულს: სოსისები, ძეხვები, ლორი და სხვა.
მთავარი წესი, როდესაც თირკმელი დაზიანებულია ეს არის - ყველაფერი მიიღეთ ზომიერად და დაიმახსოვრეთ, რაც აზიანებს თირკმელებს ეს არის მარილი და ცხოველური ხორცი.
როგორც გავიგოთ, რომ თირკმლის პრობლემა აქვს ადამიანს?
ყველაზე ხშირი და სწორი ანალიზი ეს არის კრეატინინის მომატება სისხლში“, - ამბობს ვიდეოში კოტე თოდუა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ანუკი არეშიძის საშემოდგომო ლუქი - „უმშვენიერესი, გამორჩეული, დახვეწილი“
🎥 რატომ ეშინიათ ადამიანებს დაქორწინების?! - ყველაზე გავრცელებული მიზეზები, რაც შიშს იწვევს