Digest Logo

6 ნიშანი იმისა, რომ კაცს ბავშვობიდან გამოყოლილი, გადაუმუშავებელი ტრავმები აქვს და მის ზრდასრულ ურთიერთობებს აზიანებს

1781182172
კაცი და სტრესი

ექვსი ნიშანი იმისა, რომ მამაკაცს ბავშვობიდან გამოყოლილი, გადაუმუშავებელი ტრავმები აქვს და ახლა მის ზრდასრულ ურთიერთობებს აზიანებს:

1. კონფლიქტის ან ურთიერთობაში სირთულეების წარმოშობისას, ის ემოციურად იკეტება. ნაცვლად იმისა, რომ გაიხსნას, ის უკან იხევს და სიჩუმეს ირჩევს... რადგან მასში მყოფმა პატარა ბიჭმა ისწავლა, რომ ემოციების გამოხატვა ან კონფლიქტი უსაფრთხო არ იყო. ამიტომ, ახლა, როცა სიტუაცია რთულდება, ის გაურბის სიახლოვეს. ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავი აარიდოს იმ ტკივილსა და დარდს, რომელსაც გულით ატარებს ბავშვობიდანვე.

2. მას ეშინია თავისი სისუსტის ჩვენების და პარტნიორთან ბოლომდე არ იხსნება. ღრმა საუბრებისთვის თავის ასარიდებლად მან შეიძლება თქვას: „კარგად ვარ, არაფერია“. მაგრამ მალავს იმ დარდს, რომელიც მას ბოლომდე არასოდეს უღიარებია და გადაუმუშავებია - ეს არის ტკივილი იმის გამო, რომ ბავშვობაში არ აქცევდნენ ყურადღებას, არ უსმენდნენ ან არ ზრუნავდნენ მასზე ისე, როგორც ამას საჭიროებდა.

3. უცებ ღიზიანდება - წვრილმანებზეც კი ღიზიანდება და მწყობრიდან გამოდის. უბრალო უთანხმოებამ ან ვინმეს მიერ საქმის ისე არ გაკეთებამ, როგორც მას სურს, შეიძლება მის ნერვულ სისტემაში მძაფრი რეაქცია გამოიწვიოს. ეს არის რეაქცია, რომელსაც საერთო არაფერი აქვს მიმდინარე მომენტთან და მთლიანად უკავშირდება იმ გადაუჭრელ ტკივილსა და დარდს, რომელსაც საკუთარ თავში ატარებს და რომლისთვისაც ჯერ კიდევ არ მიუხედავს.

4. ცდილობს გააკონტროლოს პარტნიორის ემოციური მდგომარეობა, რათა თავიდან აიცილოს დისკომფორტი, სწორედ იმ გადაუმუშავებელი, ძველი ტრავმის გამო, რომელსაც კვლავ ატარებს. ასე რომ, ახლა, როგორც ზრდასრული მამაკაცი, ის ცდილობს გააკონტროლოს პარტნიორი ან ურთიერთობა.

5. მას უჭირს სიყვარულისა და ზრუნვის მიღება. როდესაც დარდი ღრმად არის ჩამარხული, სიყვარული უცხო და გარკვეულწილად საშიშიც კი ეჩვენება იმ ადამიანის ნერვულ სისტემას, რომელსაც გულის გახსნის უფლება არ მიუცია საკუთარი თავისთვის. რადგან გულის გახსნა ნიშნავს იმ გადაუჭრელ დარდთან შეჭიდებასაც, რომელიც ამ დროს ზედაპირზე ამოდის.

6. ეს საკმაოდ მტკივნეულია, მაგრამ ის გაუცნობიერებლად ხელახლა ქმნის მიტოვების სცენარს. იქნება ეს ღალატით, ემოციური ჩაკეტილობით, თუ ჩხუბისა და გაუცხოების პროვოცირებით - ის ქვეცნობიერად აცოცხლებს ბავშვობისდროინდელი დანაკარგის ტკივილს. ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ასე სურს, არამედ იმიტომ, რომ ეს მდგომარეობა ნაცნობია მისი ნერვული სისტემისთვის. სანამ ის რეალურად არ გადაამუშავებს ამ ტრავმას, მუდმივად დაუბრუნდება იმას, რაც მისი ნერვული სისტემისთვის ნაცნობი და ჩვეულია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ალბათ ნაწყენია“, „არ სცალია”, „ხასიათი აქვს ასეთი“, სიმართლე გაცილებით მარტივი და მწარეა...“ - რას წერს ფსიქოლოგი

🎥 „ისეთი კარგები ხართ, ბევრი შვილი უნდა გააჩინოთ“ - დუეტი „ლეონი“ ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

„არ მოტყუვდეთ კუნდალინის გამოღვიძების კურსებით და პრაქტიკებით, უფრო დააზიანებთ თავს...“ - თეო ხაბულიანი საზოგადოებას მიმართავს