Digest Logo

7 ნიშანი იმისა, რომ შაქარს ჭარბი რაოდენობით მოიხმართ

1733677187
შაქარი შაქარი

მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა დიაბეტი, აუცილებლად უნდა აკონტროლოთ შაქრის დონე. მისი ჭარბი რაოდენობით არსებობის შემთხვევაში ორგანიზმი გვიგზავნის სიგნალს. არსებობს 7 სიგნალი, რომელიც ჭარბი შაქრის რაოდენობის დროს ორგანიზმი გვიგზავნის. დღევანდელ სტატიაში კი სწორედ ამ 7 სიგნალზე მინდა გესაუბროთ.

7 ნიშანი, რომ შაქარს ჭარბი რაოდენობით მოიხმართ:

1. მუდმივი შიმშილი

თუ თქვენ მიირთმევთ ბევრ ისეთ საკვებს, რომელიც შეიცავს შაქარს, სისხლში გლუკოზის დონე მკვეთრად გაიზრდება. ეს კი მიდის იმ შედეგამდე, რომ ვერ აღწევს უჯრედებში და ორგანიზმი ვერ იღებს საჭირო ენერგიას და ითხოვს საკვებს. რამაც შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ დიაბეტი, არამედ სიმსუქნეც.

2. ქრონიკული დაღლილობა

აქაც იგივე სიტუაციაა, როგორიც შიმშილის გრძნობისას. როდესაც სისხლში შაქრის დონე მაღალია, ორგანიზმი ვერ ახერხებს გლუკოზის სწორად შენახვას და გადამუშავებას. შედეგად, თქვენ გრძნობთ არა მხოლოდ შიმშილს, არამედ დაღლილობასაც.

3. ხშირი შარდვა

თირკმელებს არ შეუძლია ორგანიზმში არსებული სითხის სწორად გადამუშავება, როდესაც სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალია. რის გამოც სისხლი ერევა უჯრედშიდა სითხეს და ხდება ხშირი შარდვა.

4. ინფექციური დაავადებები

შაქრის მაღალი დონე ქმნის ხელსაყრელ გარემოს საფუარის და ბაქტერიების განვითარებისთვის. ამ შემთხვევაში კი საშარდე გზების ინფექციები შეიძლება მოხდეს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. თუმცა, უფრო ხშირია ქალებში.

5. პირის სიმშრალე

პირის სიმშრალე ან გამუდმებული წყურვილის გრძნობა არის იმის ნიშანი, რომ თქვენ მოიხმართ ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. აუცილებელია, რომ დაიცვათ წყლის ბალანსი, მაგრამ არა ტკბილი სითხეებით, მხოლოდ წყალი. თუმცა, გამონაკლისია გამაგრილებელი სასმელები ცხელ ზაფხულში, როდესაც ორგანიზმი "ენ" რაოდენობით ითხოვს სითხეს.

6. კანის სიმშრალე

კანის სიმშრალე ან ქავილი, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ დიდი რაოდენობით შაქარს მოიხმართ. სხვათა შორის, ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებთან ერთად თუ დაგეწყოთ კანის აქერცვლა, დროა, რომ ტესტი ჩაიტაროთ დიაბეტთან დაკავშირებული.

7. კონცენტრაციის პრობლემა

როგორც უკვე ვთქვით, სისხლში შაქრის მაღალი შემცველობის გამო ვეღარ ხერხდება უჯრედებში გლუკოზის მიწოდება და ეს ეხება თავის ტვინის უჯრედებსაც. ამიტომ, ადამიანს ეწყება კონცენტრაციის პრობლემა და აზროვნებასთან დაკავშირებული პრობლემები. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

შსს: სამწუხაროდ, გუშინაც დაფიქსირდა ძალადობრივი ფაქტები, რა დროსაც დაშავდნენ ჟურნალისტები - შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ყველა სახის ძალადობას და ყველაფერს გააკეთებს, რათა თითოეული მოძალადე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით

„ორსულს იმდენად დაუნდობლად მექცევით რომ, სავალალო შედეგის საშიშროებაც არ გაღელვებთ... „იმედზე“ მომუშავეს, ყველას, წარმოუდგენელი ზიზღით ახსენებთ...მახარას სიცოცხლე ჩვენი, ყველას ნაფერებია და მისი ხელყოფის უფლება არავის აქვს...“ - ნანუკა გულუა

🎥 „2025 წელს კეთილი და ბოროტი ენერგიების ბრძოლა იქნება...გულგრილობა ნიშნავს ქრისტეს გამოცდის ვერ ჩაბარებას... ერთადერთი გზა არის ქრისტიანული ლოცვები...“ - რა გველოდება მერწყულის ეპოქაში?