Digest Logo

🎥 „ამ პროდუქტის მიღება ქალის ონკოლოგიურ რისკებს ზრდის“ - მარი მალაზონიას რჩევები

1779387688
მარი მალაზონია

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მარი მალაზონია, გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ საუბრობს იმ სხვადასხვა პროდუქტის შესახებ, რომლებიც ონკოლოგიის განვითარების რისკს ზრდის:

„წითელი ხორცი პირდაპირ არ არის ცნობილი დამნაშავედ, რომ ის ონკოლოგიას იწვევს. იგი ჯერჯერობით შესაძლო მიზეზად მეორე ჯგუფის A კატეგორიაში რჩება. კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მიერ მას მკაცრად განსაზღვრული ადგილი აქვს. თუმცა, განსაკუთრებული რისკის ფაქტორად ე.წ. პროცესირებული ანუ დამუშავებული ხორცი იქცა. ესენია: შებოლილი, შემწვარი, დაშაშხული, კონსერვირებული და ასე შემდეგ.

ამ პროდუქტების უკიდურესი გადამუშავების პროცესში წითელ ხორცს უამრავი დანამატი და სხვა კომპონენტი ემატება, რომლებიც ამ პროდუქტებში არსებული ნივთიერებების გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნება. ეს პროდუქტები პირველ ჯგუფში განიხილება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ბრალეულობა დადასტურებულია. დღეს უკვე ვიცით, რომ მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს პროცესირებულ წითელ ხორცს ანუ უკიდურესად დამუშავებულ წითელ ხორცსა და ონკოლოგიურ რისკს შორის. ქალების შემთხვევაში ამას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს“, - ამბობს მარი მალაზონია.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების“ - მზე ტყუპების ზოდიაქოში: თამუნა იოსელიანის ასტროპროგნოზი

⭕ მზე ტყუპების ნიშანში გადავიდა: კომუნიკაციისა და ახალი შესაძლებლობების პერიოდი - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

⭕ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება