Digest Logo

„წარმოიდგინე, როგორ დგანან ისინი შენს ზურგს უკან, მხრებზე ხელი აქვთ დადებული“ - როგორ ვთხოვოთ დახმარება საგვარეულოს?

1757499531
საგვარეულოსაგვარეულო

წინაპართა ძალა და საგვარეულოს ენერგია ხშირად უხილავი ძაფით გვაერთიანებს. როცა ცხოვრების გზაზე ბნელ სურათებს ვაწყდებით, დახმარების ძიება მხოლოდ ცოცხალ ადამიანებში არ გვჭირდება — ძველი ტრადიციები გვასწავლიან, რომ წინაპართან მიმართვა, მადლიერებით სავსე სიტყვა და შინაგანი გახსნა შეუძლია გზის განათებას, დაბრკოლებების მოხსნას და შინაგანი სიმტკიცის გაძლიერებას.

ამ თემაზე სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი, „მატრიცა 888“ წერს:

„საგვარეულოს უდიდესი ენერგია აქვს. ის წარმოადგენს არა მხოლოდ გენეტიკურ კავშირს, არამედ ენერგეტიკულ და სულიერ ფესვებს, რომლებითაც ვმოძრაობთ ამ ცხოვრებაში. სწორედ ეს საგვარეულო ძალა გვაძლევს შინაგან საყრდენს, გვიცავს უჩინრად და წარმართავს იმ გზებზე, რომელიც, თითქოს შემთხვევით, მაინც სწორად ვლინდება.

როცა პატივს მივაგებთ ჩვენს წინაპრებს, ჩვენ ვაღიარებთ იმ მსხვერპლს, შრომას და სიბრძნეს, რომელიც მათ ამ ცხოვრების განმავლობაში გააჩნდათ. მათი გამოცდილება ჩვენს უჯრედებშია ჩაწერილი. მათი ტკივილები და გამარჯვებები გავლენას ახდენს ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაზე. სახელის უკვდავყოფა – იქნება ეს მათზე საუბარი, თაყვანისცემა, ლოცვა თუ რაიმე ქმედება მათ პატივსაცემად, ქმნის კავშირს ორ სამყაროს შორის და აძლიერებს ჩვენს ფესვურ ენერგიას. ის გვმფარველობს და გვაძლიერებს რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში.

როგორ ვთხოვოთ დახმარება საგვარეულოს?

1. სანთლის დანთება და ლოცვა:

„მადლობა ჩემი საგვარეულოს ყველა წევრს – ცოცხალსა და გარდაცვლილს. გთხოვთ, იყოთ ჩემს გვერდით, მომცეთ თქვენი სიბრძნე, ძალა და მფარველობა. ვაღიარებ და პატივს ვცემ თქვენს გზას“.

2. წარმოსახვითი კავშირი

დაჯექი მშვიდად, დახუჭე თვალები და წარმოიდგინე შენი საგვარეულო ხაზი – დედის და მამის მხარე. წარმოიდგინე, როგორ დგანან ისინი შენს ზურგს უკან, მხრებზე ხელი აქვთ დადებული. გულში ან ხმამაღლა წარმოთქვი სიტყვები: „გთხოვთ, დამიდექით მხარში. გთხოვთ, გამახსენოთ თქვენი ძალა და გამოცდილება. დამეხმარეთ ამ გზის გავლაში“.

3. მიტევების აქტი

თუ გარდაცვლილი ოჯახის წევრის მიმართ გაქვს წყენა, ეს მის სულსაც ამძიმებს და შენც გაბრკოლებს მატერიალურ სამაყაროში, ამიტომ მნიშვნელოვანია მიუტევო და გაათავისუფლო ორივე თქვენგანის სული:

„ვპატიობ (სახელი) ტკივილს, შეცდომებსა და ტანჯვას, რომელიც მომაყენა. მადლობას ვუხდი ყველაფრისთვის და ვათავისუფლებ ჩემსა და მის გულს ამ ტვირთისგან“, - წერია „მატრიცა 888“-ს გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„საქართველოს ბულბულო, ერის სიამაყე და ბრწყინვალე, უნიჭიერესო ხელოვანო“ - დათო კენჭიაშვილის ახალ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

🎥 „ჩემპიონის ცოლობა უდიდესი სიამაყეა, უდიდესი სტრესი, ყველაფრის უკან რთული დღეები დგას, რაც ერთად გადავლახეთ“ - სანდრო ბაზაძის სიყვარულის ისტორია

„მიღებული შედეგები უმეტესწილად წარსულს უკავშირდება და ეს არის სამყაროს მხრიდან ჩვენთვის „გაცემული“ პასუხი“ - რამაზ გიგაური 10 სექტემბრის ტენდენციებზე