ეზოტერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში პოსტს გვიზიარებს, სადაც 25 ივნისს ჩასატარებელ რიტუალზე წერს.
აღნიშნული პრაქტიკა, მინეროლოგის თქმით, მატერიალური სარგებლის მისაღებად კეთდება:
„🔥 ფულის ხუთშაბათი
• 25 ივნისის პრაქტიკა
💰 თუ უახლოეს პერიოდში გსურთ:
💸 კონკრეტული თანხის მიღება
🎁 პრემიის ან მატერიალური საჩუქრის მიღება
🛍 სასურველი ნივთის შეძენა , სარეცხი მანქანიდან - ბეჭდამდე
💰 ახალი ფინანსური ნაკადის გახსნა მაშინ შეასრულეთ ეს მარტივი პრაქტიკა სასურველი თანხის მოსაზიდად.
✨ ნაბიჯ-ნაბიჯ ტექნიკა
1️⃣ განსაზღვრეთ თანხა დაწერეთ, რა თანხის მოზიდვა გსურთ: დღიური შემოსავალი, პრემია, საჩუქარი, ანაზღაურება, გაყიდვებიდან მიღებული თანხა ან ფული სასურველი ნივთის შესაძენად. მაგალითად: გსურთ 14 550 ლარი. შეკრიბეთ ციფრები: 1 + 4 + 5 + 5 + 0 = 15 1 + 5 = 6 თქვენი რიცხვი ამ პრაქტიკისთვის არის 🟰 6. ანუ ნებისმიერი თანხა უნდა დაიყვანოთ ერთ ციფრამდე.
2️⃣ გააქტიურეთ ფულის ნაკადი აიღეთ წითელი კალამი. მარცხენა ხელის საჩვენებელ თითზე დახაზეთ უსასრულობის ნიშანი: ♾️ ხატვის დროს 3-ჯერ თავდაჯერებულად თქვით: „ფული ჩემსკენ მდინარესავით მოედინება და ჩემთან რჩება.“
3️⃣ დააფიქსირეთ შედეგი იმავე წითელი კალმით მარცხენა ხელის მაჯაზე დაწერეთ: თქვენი რიცხვი ∞ მაგალითად: +6 ∞ მზადაა. პრაქტიკა გააქტიურებულია
✨ დღის განმავლობაში ხშირად შეხედეთ მაჯაზე დახატულ სიმბოლოს და გაიხსენეთ თქვენი თანხა. არა იმ განცდით „ნეტავ როდის მოვა?“, არამედ შინაგანი დარწმუნებით: „მე ვიღებ. ფული უკვე პოულობს გზას ჩემამდე“.
💰 მნიშვნელოვანია, არ შეგეპაროთ ეჭვი, არ დააკნინოთ თქვენი სურვილი და არ სთხოვოთ სამყაროს მინიმუმი, თითქოს ბედის დიდ ფასდაკლებაზე მოხვდით.
💬 ვინც პრაქტიკას აკეთებთ, კომენტარებში დაწერეთ თქვენი რიცხვი. მაგალითად: ვაკეთებ +7 ∞“, - წერს თამუნა იოსელიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ფრთხილად იყავით რჩევების გაცემისას“ - 25 ივნისის ენერგიები
⭕„რაც უფრო ღრმად მორწმუნე ხარ, უფრო მეტად მიანდობ შენს სიცოცხლეს უფალს“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე