Digest Logo

„არ დალიოთ ყოველდღიურად“: არუნ ხათრი კურკუმას სარგებლიან და უსაფრთხო მიღებაზე

1770887150
არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.

ამჯერად, არუნ ხათრი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც კურკუმას სასარგებლო თვისებებზე წერს და მიღების წესებს გვიზიარებს:

„რამდენი კურკუმა უნდა მივიღოთ და როგორ მივიღოთ.

საკვებში

გამოიყენეთ 1/4 სუფრის კოვზი კერძში.
გახსოვდეთ — კურკუმა უნდა მოიხარშოს მომზადების პროცესში.
ეს არ არის მარილი, რომ უბრალოდ მოაყაროთ და მიირთვათ.
თუ ნედლად დაამატებთ, შეიძლება მწარე გემო მისცეს და კერძის არომატი გააფუჭოს.

წყალში

აიღეთ 1/4 ჩაის კოვზი კურკუმა
აურიეთ 200 მლ წყალში
ადუღეთ 1 წუთი
დალიეთ თბილი.

რძეში (ოქროს რძე)

დაამატეთ 1/4 ჩაის კოვზი კურკუმა რძეში
დაამატეთ ცოტა დარიჩინი და მიხაკი
კარგად გააცხელეთ
თქვენი ოქროს რძე მზად არის.

სარგებელი

• ძლიერი ანთების საწინააღმდეგო
• მდიდარია კურკუმინით
• კვლევები აჩვენებს, რომ შეიცავს ანტისიმსივნურ ნაერთებს
• ხელს უწყობს სახსრების, ღვიძლის, იმუნიტეტის და კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობას

რამდენ ხანს შეიძლება მიღება?

კურკუმა არ არის მედიკამენტი.

ეს არის საკვები და სანელებელი, რომელსაც აქვს სამკურნალო თვისებები.

ზომიერი რაოდენობით შეგიძლიათ, მიიღოთ მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ვინ უნდა იყოს ფრთხილად ყოველდღიური მიღებისას

თუ ადამიანს აქვს?

• ძლიერი ანემია
• ჰემოროიდი (ბუასილი რედ.შენ.)
• გაღიზიანებული ან მგრძნობიარე კუჭი

უმჯობესია, ყოველდღიურად არ სვათ წყალში ან რძეში გახსნილი ფორმით,

თუმცა მცირე რაოდენობით შეუძლია, გამოიყენოს მომზადებულ საკვებში“, - წერს არუნ ხათრი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არსიყვარული“: როცა მატერიალური ზრუნვა ემოციურ შიმშილს ვერ კლავს - რას წერს რამაზ გიგაური

🎥 „მოდის გადასარევი ახალგაზრდები, რომელთაც თუ რამე აკლიათ, ეს არის მასწავლებელი...“ - ზურა ყიფშიძე „ჯენზი“ თაობაზე

⭕„დედამიწაზე დიდი არეულობა და გაუგებრობა დაიწყება...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე ებრაელებზე