
ADHD არის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი. მისი სიმპტომები, ძირითადად, ადრეული ბავშვობიდანაა შესამჩნევი. ასეთი ბავშვების ნახევარს უკვე 3 წლის ასაკიდან ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობა, ღიზიანდებიან, უჭირთ ტუალეტის ჩვევების ათვისება, მაგრამ, უმეტესად, მშობლები ამ ყველაფერს ბავშვის სკოლაში წასვლამდე ვერ ამჩნევენ, რადგან პრობლემები სწორედ ამ დროს მძაფრდება. ამ სინდრომის დადგენისთვის ოპტიმალური პერიოდია 7 წლამდე ასაკი.
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევით გამოწვეული სიმპტომების ერთობლიობას.
ეს სიმპტომები მოიცავს:
1. ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს (უყურადღებობა, გონებაგაფანტულობა);
2. იმპულსურობას (უნებლიე ქცევის შეჩერებისა და გაკონტროლების სირთულე)
3. ჰიპერაქტივობას (მოტორული მოუსვენრობა, ჭარბი მოძრაობები). მას ხშირად ერთვის ემოციური მოუმწიფებლობა, აგრესიულობა და დაბალი აკადემიური მოსწრება.
ADHD-ის შესახებ ფსიქოთერაპევტი ნინა მენაღარიშვილი გიყვებათ:
„შევეხებით ADHD-ის, ჰიპერაქტიობის სინდრომი, კონცენტრაციის დეფიციტით, უბრალოდ ცოტა სხვა კონტექსტში, ვიდრე ეს მოსმენილი გვაქვს, დღეს იმდენად მოხშირებულია ამ დიაგნოზზე საუბარი, რომ რა არის და როგორ მიმდინარეობს მგონი უკვე ძალიან დიდმა ნაწილმა საზოგადოებისა გაიგო.
უფრო და უფრო მეტი ზრდასრული მოგვმართავს იმისთვის, რომ დიაგნოსტირება გააკეთოს ხომ არ მაქვს ADHD.
მნიშვნელოვანია, რომ ADHD არ ემართებათ არც ზრდასრულობაში, არც მოზარდობაში, ის არის ფსიქიკის განსაკუთრებული არქიტექტურა, რაც უბრალოდ სხვანაირად ფუნქციონირებს.
ხშირ შემთხვევაში უჭირს საზოგადოების მიერ მიღებულ ნორმებში ჩაჯდომა.
კოვიდის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი, სხვადასხვა ფსიქოსტრუქტურით და არა ADHD-ით აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში“, - ამბობს ნინა მენაღარიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ანრი ბიბინეიშვილი იუბილარია - როგორ მიულოცეს კოლეგებმა დაბადების დღე პირდაპირ ეთერში